1geo

fb you od

ნიკ აკოპოვის შემოქმედებითი საღამო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Nik Akopov 

2015 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილნი იყვნენ როგორც კინოს, ასევე პოეზიის მოყვარულები. დარბაზში ადგილები ეკავათ სულიერ მამებს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, "ჰაიარტუნ" ცენტრის პერსონალს, სომეხი, რუსი და ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მორიგი ღონისძიება მიეძღვნა ნიჭიერ ახალგაზრდა ნიკ აკოპოვს, მისი სხვადასხვა ინტერესების გამოვლენას. ნიკი დამსწრეების წინაშე წარსდგა თავისი პოეზიით და გადაღებული ფილმებით.

ნიკი ბრწყინვალედ ფლობს ქართულ და რუსულ ენებს და პოეზიის მეშვეობით გამოხატავს თავის სიყვარულს საქართველოსა და სომხეთის, არცახისა და სტეფანაკერტის, ერევანსა და თბილისისადმი. მისი პოეზია ოდაა, გულწრფელი სიტყვა, ხოტბა, ასევე ცხოვრების ხარვეზების აღმოფხვრის განცხადება, სიკეთის მოწოდება.

არის რა სომეხი ადამინის ბედით, სომხური კვალით დაინტერესებული პირი, ნიკ აკოპოვმა დააფასა ქალაქ თბილისის ისტორიის მკვლევარის, ცხონებული სარგის დარჩინიანის მოღვაწეობა და არქივარიუსისადმი თავისი მადლიერება გამოხატა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმით. მისი გადაღებულია ფილმი „დაკარგული სიცოცხლე, ხელიდან გაშვებული ბედნიერება“ , რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ცხოვრების პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მის მოწოდებას, რომელიც ასევე დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ნიკ აკოპოვის მოღვაწეობას, ვიდეოფილმების გადაღების მის ნიჭს და სარეჟისორო მოღვაწეობის გაგრძელების რჩევა მისცა.

ღონისძიების დროს ნაჩვენები იქნა ნიკ აკოპოვის გადაღებული ორი ფილმი.

დამსწრეებმა დიდი სიამოვნებით მოისმინეს მისი ლექსები, რომლებმაც მათზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა.

DSC04752 DSC04759 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)