1geo

fb you od

წლის შემაჯამებელი საერთო კრება ჯავახეთის ვიკრიატში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

12378120 43481536 

ამა წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში გაიმართა წლის შემაჯამებელი საერთო კრება, რომელსაც დაესწრო ვიკარიატის მთელი სასულიერო დასი. კრება დაიწყო საუფლო ლოცვით, რის შემდეგაც სიტყვა გადაეცა ახალციხის სულიერ ხელმძღვანელს, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო დღის წესრიგი.

შემდეგ კრების გახსნის სიტყვით გამოვიდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი. კრების მსვლელობისას მღვდლმსახურებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის არსებულ ვითარებაზე, სასულიერო- კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაზე. დეტალურად განიხილეს და გაანალიზეს სამყემსო მოღვაწეობის მიღწევები და ნაკლოვანებები და შედეგად გაჟღერდა რეკომენდაციები, უფრო ეფექტური სასულიერო-მქადაგებლობითი სამსახურის გასაწევად. კერძოდ, ვიკარიუსმა ისაუბრა სამწყემსოებში ახალგაზრდული და ქალთა კავშირების შექმნისა და უფრო ეფექტიანი მოღვაწეობის საკითხებზე. ვიკარიუსმა ბაბგენმა მაღალი შეფასება მისცა მღვდელმსახურთა სამსახურს, მადლიერება გამოუხატა მათ და უსურვა უფრო ნაყოფიერი სულიერი საქმიანობა მათთვის მინდობილი თემების ფარგლებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)