საზეიმო კონცერტი ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში |
2015 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზო სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც მოვიდნენ შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო გამოფენის დასათვალიერებლად და კონცერტზე დასასწრებად. ღონისძიება მიჰყავდათ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენლებს ჰარუთიუნ კარახანიანსა და ანაჰიტ ბარბარიანს. ლამაზი გამოსვლებით კონცერტი დაამშვენეს ვაჩიანისა და ბარალეთის ცეკვის ანსამბლებმა. სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: ხალხური ცეკვის შეუდარებელი შემსრულებელი ნასლეტ ქეიანი. ღონისძიებაზე გამოვიდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საკვირაო სკოლის აღსაზრდელები და ინდივიდუალური შემსრულებლები. კონცერტს მშვენიერი შესრულებებით განსაკუთრებული ელფერი შესძინა ახალქალაქის ქართული საჯარო სკოლის ცეკვის ანსამბლმა, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: გიორგი მეტრეველი. ღონისძიება აკურთხეს ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა და დეკანოზმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა. ღონისძიება ნათელი ფერებით შეივსო, როდესაც ბავშვებს მოულოდნელად ესტუმრნენ ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა, რომლებმაც მათ ნაირფერი ბუშტები და საახალწლო საჩუქრები მოუტანეს. |