1geo

fb you od

"ქართლის დედოფალი შუშანიკი“ წიგნ-ალბომის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 2597 

2016 წლის 22 იანვარს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, გაიმართა "ქართლის დედოფალი შუშანიკი“ წიგნ-ალბომის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ხელოვანები, ესთეტიკური აღზრდის სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სტუმრები.

გალერეის დირექტორი ლია გორგაძე მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების» (IDEA) მიერ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის რესტავრაციისადმი მიძღვნილი „Surb Gevorg Cathedral. ფრესკები“, " საიათნოვა: ლირიკა" და " ქართლის დედოფალი შუშანიკი“ წიგნ-ალბომების გამოცემის შესახებ.

 ხაზი გაესვა "ქართლის დედოფალი შუშანიკი“ წიგნ-ალბომში განთავსებულ სომხეთის ესთეტიკის ეროვნული ცენტრის, არცახისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ცენტრის აღსაზრდელთა ნამუშევრებს. ვარდან მამიკონიანის ასულის - წმინდა შუშანიკის, მარტვილობის საბავშვო სურათებით გამოსახვის კონკურსში მონაწილეობა მიიღი საქართველოს სხვადასხვა საჯარო და სამხატვრო სკოლის 150-მა მოსწავლემ. წარმოდგენილ ნამუშევართაგან 55 მოსწავლის ნამუშევარმა ჰპოვა ადგილი ალბომში, ამ მოსწავლეთაგან 30 ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო გალერეის აღსაზრდელია.

 გალერეის მასწავლებლებმა მარინე თაბორიძემ, ნინო ოქროპირიძემ მადლიერების სიტყვით მიმართეს ფონდ IDеА-ს კულტურული პროგრამების ხელმძღვანელ ელეონორა მალხასიანს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად კონკურსში ჩაერთვნენ ქართველი ბავშვები და, როგორც სომეხი და ქართველი ხალხების გამაერთიანებელ საერთო კულტურულ ფასეულობათა სიმბოლო, გამოქვეყნდა ეს ისტორია.

თავიანთ გამოსვლებში, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა სუსანა ხაჩატრიანმა, განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა ხაზი გაუსვეს ქრისტიანული რწმენის, მშვენიერის, ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის იდეების მარადიულობას და თაობების ბავშვობიდანვე ამ იდეებით აღზრდას. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სომხეთის ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრსა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეას შორის თანამშრომლობის აღდგენის აუცილებლობას.

მადლერების სიტყვით მიმართეს ასევე სხვადასხვა სკოლების მასწავლებლებს - კესო კაციტაძეს, ქეთევან მაჭავარიანს, ქეთევან ფუტკარაძეს, მარინა შალამბერიძეს, ქეთევან თოფიაშვილს და სხვებს, კონკურსში ბავშვების მონაწილეობის მხარდაჭერისათვის.

ბოლოს ნამუშვრების ავტორ ბავშვებს გადაეცათ სამენოვანი წიგნ-ალბომი "ქართლის დედოფალი შუშანიკი“.

IMG 2589 IMG 2603 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)