1geo

fb you od

სომხური არმიის დღე თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC05 

სომხური არმიის დღის აღნიშვნა თბილისში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ სამველ რამაზიანის, ინიციატივით, დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში დასვენებული სომეხი გენერლების საფლავებთან მისვლით.

2016 წლის წლის 27 იანვარს, საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იური ვარდანიანმა, საელჩოს დიპლომატებმა, სქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებთან ერთად „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ყველა დროში და სხვადასხვა ქვეყნებში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ხსოვნისათვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის თავმჯდომარეობით და სასულიერო პირების მონაწილეობით, ეკლესიის ეზოში დაკრძალული ეთნიკურად სომეხი გენერლების საფლავებთან შესრულდა პანაშვიდის წესი: გავრცელდა საკმევლის სურნელი და ყვავილებით შეამკეს ერის ღირსეული შვილების საფლავები.

საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იური ვარდანიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, სომხურ არმიას უსურვა წინსვლა, ჯარისკაცს - ძლიერი ნება და მშვიდობიანი სამსახური, მშობლებს - მოთმინება და პატრიოტი შვილების ჯანსაღი დაბრუნება.

თავიანთ გამოსვლებში, საქართველოში სრ სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა და არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა ისაუბრეს სომხური არმიის გამარჯვების გზაზე, ხაზი გაესვა სომეხი ჯარისკაცების ჯარში სამსახურს, ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებულად იცავენ ქვეყნის საზღვრებს, უზრუნველყოფენ ერისა და სამშობლოს სიმშვიდეს. აღინიშნა, რომ სომხური სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში, თბილისის სომხური სამხედრო პირების ოდინდელი ნიჭიერი წარმომადგენლები არა მხოლოდ ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას, არამედ რუსულ-თურქული ომების პერიოდში მონაწილეობდნენ სომხური უძველესი დასახლებების გათავისუფლებაში და მხარს უჭერდნენ სომხობას. ასევე აღნიშნული სამხედრო წარმომადგენლები მოგვიანებით გახდნენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საოფიცრო შემადგენლობის ნაწილი და ისტორიული გამარჯვებები უბოძეს სამშობლოს.

იმავე საღამოს, "სამი საუკუნე" დარბაზში, საქართველოში სრ ელჩის და სამხედრო ატაშეს სახელით, გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა სრ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 24 წლისთავს.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები, საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და სამხედრო-დიპლომატიური კორპუსი, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, ყაზახეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, ლიტვიის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის სამხედრო ატაშეების სახით, საქართველოს სამხედრო ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები, სათვისტომოს სტრუქტურათა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები.

ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშებით შემკულ დარბაზში გაიჟღერა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ჰიმნებმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის შესრულებით (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი).

საქართველოში სრ სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა დამსწრეებს მიულოცა სომხური არმიის ჩამოყალიბების 24 წლისთავი, მისასალმებელ სიტყვაში მოკლედ წარმოადგინა სრ შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციის ისტორია და ფრაგმენტები სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი სამხედრო პარტნიორობის ისტორიიდან. გამომსვლელმა ისაუბრა ასევე სომეხი და ქართველის ხალხების საუკუნოვან მეგობრობაზე, ხაზი გაუსვა ორი ხალხის ერთობლივი ძალებით გარეშე მტრის გამკლავების, ერთმანეთის მხარდაჭერის ისტორიულ ეპიზოდებს, რის შედეგად ორმა უძველესმა ქრისტიანულმა ერმა შეძლო თვითმყოფადობის შენარჩუნება და დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა.

ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების სულისკვეთებით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც სრ შეიარაღებულ ძალებს გადასცა თბილი მილოცვა. „არმია არის სახელმწიფოებრიობის გარანტი, არმია არის ქვეყნის საზღვრების ერთგული დამცველი , არმია არის ერის მდგრადობის საწინდარი”, - შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს მშვიდობიანი ცა და უსაფრთხო სამსახური უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

პირველი რესპუბლიკის არმიის „ჰარაჯ ნაჰატაკ“ სამხედრო მარშის შესრულების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა გაჭრეს სრ შეიარაღებული ძალების გერბის გამოსახულებიანი ტორტი, შემდეგ გაიმართა ოფიციალური გამასპინძლება სომხური ეროვნული და სამხედრო სიმღერების თანხლებით.

სომხეთის არმიის დღე გახდა ორი ხალხების მეგობრობის ლამაზი გვერდი.

DSC05253 DSC05289 DSC05290