ძირითად ბარეკენდანს "ჰარისის ფესტივალი" მიეძღვნა |
2016 წლის 7 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში გაიმართა „ჰარისის“ ტრადიციული ფესტივალი. ფესტივალი, რომელიც ეწყობა საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, ყოფელწლიურად ფართოვდება და იქცევა სახალხო დღესასწაულად, რომელზეც სომეხი ქალბატონი წარსდგება დიასახლისის უნარებით. წლების განმავლობაში ეს ფესტივალი ეძღვნება ძირითად ბარეკენდანს. "ჰარისის“ ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლები კარენ მელიქიანი და კარენ პარუნაკიანი, კონსული ირენ ტერ-ჰოვანისიანი და საელჩოს მე-2 მრჩეველი ელინა მკრტჩიანი, საქართველოს ქალთა საბჭოს წევრები, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სასულიერო პირები, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, უამრავი მორწმუნე. ღონისძიება დაიწყო საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარის, სუსანა ხაჩატრიანის, სიტყვით, ჰარისის, სომხური ტრადიციული კერძის და, კერძოდ, აღნიშნული კერძის ისტორიულ საიდუმლოს შესახებ. გამომსვლელმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ჯვრის ნათლიას - კარენ სარგსიანს, ერის ღირსეულ შვილებს - ვლადიმირ პოღოსოვს, ჯოფრე ჰარუთუნიანს, ასია უსოევას, მიხეილ მუკოიანს, ჟანა დავთიანს, სილვა ჰაკობიანს და სხვებს, ვინც მხარი დაუჭირა ფესტივალის ჩატარებას, მაღალი შეფასება მისცა „შუშანიკ“ კავშირის წევრებს, რომლებიც მობრძანდნენ მომზადებული ჰარისით. |