არმიის დღესთან დაკავშირებით მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში საღმრთო ლიტურგია აღევლინა |
27 იანვარს, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის, საპატიო წინამძღოლობით მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, სომხური არმიის დღესთან დაკავშირებით, აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრები, სომეხთა ეკლესიის ეპარქიათა წინამძღვრები, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სასულიერო პირები და ჯარისკაცები. მქადაგებელი იყო სომხეთის რესპუბლიკის შძ სულიერი ლიდერი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვრთანეს აბრაჰამიანი. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სრულიად სომეხთა კათოლიკოსის თავმჯდომარეობით აღევლინა ერთობლივი ლოცვა სამშობლოსა და სომხური არმიის სიმტკიცისა და გამარჯვებული სვლისათვის. "ეჯ მიაწინ ი ჰორე“ საგალობლის სიმღერის ჰანგების თანხლებით, შემოიტანეს საპატრიარქო ენციკლიკა, რომელიც წაიკითხა მთავარი საკათედრო ტაძრის საეკლესიო საკონცეფციო საქმეთა ოფისის დირექტორმა ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა. "ანდრანიკ ოზანიან მედლით დაჯილდოვდნენ მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის საგარეო ურთიერთობათა და პროტოკოლის განყოფილების დირექტორი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ნათან ჰოვანისიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კანცელარიის გამგე, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი. დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ თავისი მადლიერება და კურთხევა გადასცა სომხეთის რესპუბლიკის შძ უმაღლეს საოფიცრო შემადგენლობას და არმიის დღე მიულოცა თავდაცვის მინისტრსა და სამხედროებს. |