საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო სასულიერო საბჭოს კრებაში |
16-18 თებერვალს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა უმაღლესი სასულიერო საბჭოს კრება, გაფართოებული შემადგენლობით. კრება დაიწყო საუფლო ლოცვით, შემდეგ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი მიესალმა და თავისი ლოცვა-კურთხევა გადასცა უმაღლესი საბჭოს წევრებს, კეთილი მუშაობა უსურვა კრებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გამოთქვა სიხარული, კრებაზე მოწვეული სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის თავმჯდომარე პერჭ სედრაკიანის მონაწილეობის თაობაზე, კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ქველმოქმედი და სსსკ-ის თავმჯდომარე მუდმივად მხარში უდგას მთავარ საკათედრო ტაძარს. კრების სხდომებს თავმჯდომარეობდნენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საერთო ვიკარიუსი ყოვლადუსამღვდელოესი არქიეპისკოპოსი ხაჟაკ პარსამიანი და აშშ სომეხთა დასავლეთის ეპარქიის წინამძღვარი არქიეპისკოპოსი ჰოვნან ტერტერიანი. კრებაზე განხილულ იქნა კანონიკური და ნორმატიულ-სამართლებრივი, ეროვნული და საზოგადოებრივი, საეპარქიო და სათვისტომოთა, ეკლესიათმშენებლობის და მრავალი დისციპლინური საკითხი. განხილვების შედეგად დადგინდა, მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ეროვნული საეკლესიო კრების მოწვევა დაიგეგმოს 2017 წელს, 2016 წლის ოქტომბერში კი მოწვეულ იქნას საეკლესიო- წარმომადგენლობითი კრება. უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ასევე მოისმინა სომეხთა გენოციდის წმინდა წამებულთა ყოველწლიური ხსენების სარიტუალო კანონის რედაქტირების კომიტეტის კოორდინატორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის, მოხსენება - გენოციდის წმინდა წამებულთა ყოველწლიური ხსენების სარიტუალო კანონის და 24 აპრილს შესასრულებელი მფარველობითი წესის შესახებ. უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობეს, რომ 2016 წლის სექტემბერში იგეგმება რომის პაპის - ფრანცისკოსის, ვიზიტი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, წმინდა ეჯმიაწინი კავშირშია ვატიკანთან. ინდოეთის და შორეული აღმოსავლეთის საპატრიარქო დელეგატმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ჰაიკაზუნ ნაჯარიანმა ინფორმაცია მიაწოდა კრების მონაწილეებს შორეულ აღმოსავლეთზე, კერძოდ, იანგუნის, სინგაპურის, ბანგკოკის, ტაილანდის, მიანმარის რესპუბლიკის და ბანგლადეშის ქალაქ დაქას საეკლესიო თემების შესახებ. დასავლეთ ევროპის საპატრიარქო დელეგაციის - ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის და იტალიის საეკლესიო თემების შესახებ ანგარიშით გამოვიდა საპატრიარქო დელეგატი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაჰან ჰოვანისიანი. ამასთან დაკავშირებით უსს-ს წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს შესრულებული სამუშაოების თაობაზე, ხაზი გაუსვეს სრულიად სომეხთა სასულიერო ცენტრის კათილმოწყობისა და გაბრწყინებისკენ მიმართულ ძალისხმევას. კრების დროს წარდგენილ იქნა წმინდა ეჯმიაწინის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური ანგარიში. მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მღვდელმსახურთა რაოდენობა 742-ია, რომელთაგან 54 მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი, 48 უზენაესი არქიმანდრიტი და არქიმანდრიტი, 40 მღვდელმონაზონი, 469 მღვდელი, 131 დიაკვანი. სომხეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში არის 51 სასულიერო პირი. სომხეთის რესპუბლიკის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსახურობს 7 სასულიერო პირი. მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთო ჯამში სწავლობდა 295 პირი, რომელთაგან 98 -გევორგიან სასულიერო სემინარიაში, 81 - სევანის ვაზგენიან სასულიერო სემინარიაში, 43 - ჰარიჭავანქის თრბანჭიან სემინარიაში, 31 - მღვდელთა მომზადების სამწლიან სასწავლებელში, 42 - კალკათას სომხურ საქველმოქმედო სემინარიაში. "ეორნეკეან“ საჯარო სკოლაში სწავლობდა 324 მოსწავლე. "ეორნეკეან“ საბავშვო ბაღში დადიოდა 45 ბავშვი. 2015 გააგრძელა მუშაობა შვიდმა ახალგაზრდულმა ცენტრმა (ეჯმიაწინი, აშტარაკი, გიუმრი, ვანაძორი და ერევანში - ნორქი, მალათია და არაბკირი) და მინიატურის ხელოვნების ცენტრმა, სადაც დადის 3500-მდე ბავშვი. წლის განმავლობაში ყველა ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა 282 სხვადასხვა ღონისძიება. ყოველწლიურად სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლგლებში სოციალურ დახმარებას უწევენ გაჭირვებულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლი ბავშვებს, მოხუცთა თავშესაფრებს, პატიმრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. საანგარიშო წელს წმინდა ეჯმიაწინის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა მიიღო 20,000-მა პირმა. საქმიანობა გააგრძელა "იზმირლიან" სამედიცინო ცენტრმა და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწია პაციენტებს. მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის საინფორმაციო სისტემა |