სომეხთა გენოციდის საქართველოს კომიტეტის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის შესრულებულ სამუშაოთა ანგარიში |
2016 წლის 26 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში გაიმართა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებების საკოორდინაციო რეგიონალური საქართველოს კომიტეტის 2015 წლის მოღვაწეობისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის შესრულებულ სამუშაოთა წლიური საანგარიშო კრება. კრებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა იური ვარდანიანმა. კრებას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხიდან, წალკიდან, ბათუმიდან და თბილისიდან, "ჰაიარტუნ" ცენტრის საბჭოს წევრები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირები, საეპისკოპოსოს პერსონალი. საუფლო ლოცვის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის შემდეგ კრებამ დაიწყო მუშაობა. კომიტეტის მდივანმა გისანე ჰოვსეფიანმა საფუძვლიანად წარმოადგინა საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარებული 100-ზე მეტი ღონისძიება, კერძოდ, ორგანიზებულ იქნა 10 გამოფენა, 20 კულტურული ღონისძიება, გაიმართა 8 ხსოვნის საღამო, აღიმართა 12 ხაჩქარი, საქართველოს პარლამენტში სომეხთა გენოციდის აღიარების მოწოდებით გამოვიდნენ ეთნიკურად სომეხი დეპუტატები, მოძმე ეკლესიებში წამებულთა სულების სიმშვიდისთვის ერთიანი ლოცვა აღევლინა, გაიმართა 7 წიგნის პრეზენტაცია, მოეწყო 11 სასარჩელო სვლა, ტიგრან ჰამასიანის კონცერტი ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში და სხვა. მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ როგორც კომიტეტის წევრები, ასევე კრების მონაწილეები. გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს კომიტეტის გაწეული მუშაობა. თავის გამოსვლაში, პეტროს ადაამიანის სახელობის თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა ასევე ისაუბრა თეატრის რემონტის საკითხზე. მონაწილეებს აცნობა, რომ მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და აპრილში დაიწყება სარემონტო სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს დასრულება იგეგმება წელიწად ნახევარში. კომიტეტის თავმჯდომარის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით კომიტეტი იმოქმედებს სათათბირო ორგანოს სტატუსით. იყო შემოთავაზება გაფართოვდეს სათათბირო ორგანოს შემადგენლობა, შეივსოს იურისტებითა და საჭირო სპეციალისტებით. კრების დროს ასევე წარმოდგენილ იქნა კომიტეტის საქმიანობის ფინანსური ანგარიში. 2015 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობა ყოვლისმომცველად წარმოადგენილ იქნა პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორის, სუსანა ხაჩატრიანის მიერ. მონაწილეებმა შეაფასეს გაწეული მუშაობა. იყო წინადადება მეტი ყურადღება დაეთმოს თბილისისა და ბათუმის სომხური სკოლების მოსწავლეებით უზრუნველყოფის პრობლემას. გამომსვლელებმა დააფიქსირეს, რომ არის პროგრესი როგორც სასულიერო პირების, ასევე საეპისკოპოსოს პერსონალის მიერ ეპარქიის კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, საინფორმაციო და საპროპაგანდო ერთწლიან მოღვაწეობაში. დასკვნითი სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი იური ვარდანიანი. ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეგიონალური კომიტეტის ორგანიზებული საქმიანობა და ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ რეგიონალური კომიტეტისთვის მინიჭებული სიგელის კომიტეტის თავმჯდომარისთვის გადაცემის ფაქტს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა თავისი კურთხევა გადასცა სასულიერო პირებს. მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის პერსონალს, გაწეული მუშაობისთვის, და მოუწოდა, რომ უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად ემსახურონ ხალხს, სულიერ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ ეპარქიის საეპისკოპოსოს ხელმძღვანელობით ახლო მომავალშიც ქრისტიანული სიყვარულით განაგრძონ მოლაპარაკებები საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სომხური ეკლესიების ეპარქიისთვის დაბრუნების მიმართულებით. გადაწყდა, რომ კომიტეტის მომდევნო სხდომა ჩატარდება აპრილის დასაწყისში. |