დიდი პარასკევი - საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
დიდ პარასკევი ან წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესრულდა იესო ქრისტეს ჯვარცმის წესი - მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მომზადებული ყვავილებით და ხის ტოტებით მორთული სადგამი - "საფლავი", შემოატარეს ეკლესიის გარშემო, მორწმუნეთა დასანახად.
|