1geo

fb you od

იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა „სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glxavor 

2016 წლის 20 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ზეიმი. დღის საიდუმლოს შესაბამისად გაფორმებულ დარბაზში ადგილები ეკავათ მღვდელმსახურებს, "ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლებს, მშობლებს და სტუმრებს.

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა- კურთხევით. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის გამგის, ევგენია მარკოსიანის წინადადებით, დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არცახში ოთხდღიან ომში დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ მან მიულოცა დამსწრეებს აღდგომის დღესასწაული, რომელიც ქრისტიანული წესებით გრძელდება 50 დღე, შემდეგ ასპარეზი დაუთმო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.

პატარებმა ლექსების ლამაზი კითხვით, მხიარული სიმღერითა და ცეკვით წარმოადგინეს იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის ხალხური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, რომელიც მათ მასწავლებლების და მშობლების ერთობლივი ძალებით ისწავლეს. ღონისძიება გაჯერებული იყო ეროვნულობის შენარჩუნებისკენ მიმართული ელემენტებით, ტრადიციული სააღდგომო სიმღერებით და აღდგომისადმი მიძღვნილი გამონათქვამებით, რაც პატარებში ხდება ეროვნული კულტურის ქვაკუთხედი.

საქართველოში სომხეთის საელჩოს კულტურის საკითხებით მდივანმა, ელინა მკრტჩიანმა, რომელიც „ჰაიარტუნ“ ცენტრის თითქმის ყველა ღონისძიების მონაწილეა, მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის პერსონალს, სომხეთის ფარგლებს გარეთ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და პატრიოტული მისიის შესრულებისთვის.

ღონისძიების დასასრულს დამსწრეები დალოცა და ღონისძიება შეაფასა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის დირექტორის ევგენია მარკოსიანის, პედაგოგების - აქსანა შაროიანის, მეტაქსია ღაზარიანის, მარია აბულიანის, ივანე მკრტჩიანის სამუშაოს, ზეიმის შინაარსის შესაბამისად დარბაზის ლამაზ და გემოვნებიან გაფორმებას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა ბოლო დროს არცახში განვითარებულ მოვლენებზე და სომეხი ხალხის ერთიანობას, ისტორიული სამშობლოს, ქრისტიანული რწმენის და ერის მარადიულობისათვის. წინამძღვარმა დამსწრეებს მოუწოდა, რომ ბავშვები აღზარდონ საგნებისა და მოვლენების სწორი შეფასების სულისკვეთებით, მოუწოდა სომხური ეკლესიის გვერდით ყოფნისკენ, „ჰაიარტუნ“ ცენტრში სიარულისა და ყოველი ეროვნულის შენარჩუნებისკენ. ბოლოს ბავშვებმა ტრადიციისამებრ ითამაშეს წითელი კვერცხებით.

DSC06262 DSC06268 DSC06281 

IMGP0313 IMGP0333 IMGP0349 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)