1geo

fb you od

მღვდელ მამა ვირაპის პირველი საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Ter Virap 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მის ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, 2016 წლის პირველი მაისის განკარგულებით, ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

1 მაისს, მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღავლინა თავისი პირველი საღმრთო ლიტურგია.

წირვის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა ეპარქიის წინამძღვრის, სამღვდელოესობის და მორწმუნე ხალხის სახელით ახალად დანიშნულ მღვდელს კეთილი მობრძანება უსურვა და მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურებაში დანიშვნა. მამა ვირაპი იმსახურებს ქვემო ქართლის რეგიონის სომხურ თემებში სულიერ მოძღვრად, ასევე შეთავსების წესით - თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. არქიმანდრიტმა ხორენმა მისასალმებელ სიტყვაში მამა ვირაპს უსურვა ღვთისმოსავი სამსახურის კვლავინდებურად ბეჯითად გაგრძელება, ღმერთის სადიდებლად და თავის სულიერ სამწყემსოში მყოფი ადამიანების საკეთილდღეოდ.

მამა ვირაპმა ქადაგებაში კმაყოფილება გამოთქვა ყოვლისშემძლე ღვთის წყალობით საქართველოში მსახურებაში დანიშვნისათვის და მადლობა გადაუხადა ეპარქიის წინამძღვარს საქართველოს ეპარქიაში მსახურების შესაძლებლობის მიცემისათვის. მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა ხაზი გაუსვა სამშობლოს გარეთ მცხოვრები სომეხი ადამიანის იდენტობის შენარჩუნებას, სომხური ეკლესიის როლსა და მისიას, ასევე განაცხადა, რომ სომეხი ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებითი შრომით ცხოვრობს, სადაც კი დამკვიდრებულა ყველგან თავისი პატარა სამშობლო დაუარსებია, მაგ ქვეყანაში უცხოვრია თავისი ეკლესიით, რწმენით და ეროვნული იდენტობით. მამა ვირაპმა ყოვლისშემძლე უფალს მშვიდობა სთხოვა სომხეთის, საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის, შეევედრა უფალს ამ დღეებში ბრძოლის პირველ ხაზზე მყოფი, სამშობლოს სადარაჯოშე მდგომი ჯარისკაცების უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ ოჯახებში.

აქვე დავსძენთ, რომ 30 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწის, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის საპატიო წინამძღოლობით, მამა ვირაპ ღაზარიანმა მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში აღავლინა თავისი პირველი საღმრთო ლიტურგია. არქიმანდრიტმა ხორენმა მორწმუნეებს წარუდგინა და გააცნო ქვემო ქართლის რეგიონის სომხურ თემებში ახალად დანიშნული სულიერი მოძღვარი მამა ვირაპი და მას უსურვა ნაყოფიერი მსახურება.

FullSizeRender IMGP0152 IMG 3864 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)