1geo

fb you od

შეხვედრა ერევნის საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციასთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

13161384 

2016 წლის 8 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ერევნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ფილიალის დელეგაციასთან. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდობის წინაშე ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის - ერევნის ამ უმაღლესი სასწავლებლის კარის გახსნა, იქ სასწავლებლად საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეების, უმაღლესში სწავლის სურვილის მქონე აბიტურიენტების და მაგისტრატურაში პროფესიული ცოდნის გაღრმავების მსურველ ბაკალავრიტდამთავრებულთა მიწვევა.

გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილნი იყვნენ სომეხი, ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდები, მათი მშობლები, სკოლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაზაროვმა. დარბაზში ადგილები ეკევათ ერევნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ფილიალის დელეგაციას, დირექტორის, საჰაკ ღუდრატიანის ხელმძღვანელობით, ასევე თბილისში ერევნის ფილიალის წარმომადგენელს, ხაჩიკ ფაფახჩიანს.

დამსწრეებს მხიარული მუსიკალური ნომრით მიესალმნენ ზემოაღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტი ანი ჰოვანისიანი.

ნაჩვენები იქნა ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ერევნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ფილიალის საქმიანობის ამსახველი ვიდეო ფილმი.

ფილიალის დირექტორი ბატონი ღუდრატიანი თავის გამოსვლაში შეეხო ფილიალის შექმნის ისტორიას და აღნიშნა, რომ ტერნოპოლის უნივერსიტეტი დაარსდა 1966 წელს, აქვს მე -4 ხარისხის ლიცენზია. ამ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი აღიარებულია 82 ქვეყანაში. ერევნის ინსტიტუტის დირექტორმა დეტალურად წარმოადგინა 2001 წელს ერევანში გახსნილი ამ სასწავლო დაწესებულების ფილიალი, დაწვრილებით ისაუბრა მიღების, სწავლის დონის, ფილიალის სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრების, მიღებული ცოდნის შესახებ. გამომსვლელმა დამსწრეებს აცნობა გაცვლითი პროგრამების შესახებ, როგორიცაა კრაკოვისა და ერევნის უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებები. ამ პროგრამის ფარგლებში, ფილიალის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას, მასწავლებლები კი - კვალიფიკაციის ამაღლების კურსს გადიან ამ ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. დირექტორმა აღნიშნა, რომ მათ უნივერსიტეტში უმაღლეს განათლებას იღებენ სტუდენტები თურქმენეთიდან, სირიიდან, ირანიდან, საქართველოდან. ამ საიუბილეო წელს კიევის ეკონომიკური უნივერსიტეტი აღნიშნავს დაარსების 100 წელს, ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი - 50 წელს, ერევნის საგანმანათლებლო- სამეცნიერო ინსტიტუტი - მე -15 წლისთავს.

უმაღლესი სასწავლებლის დირექტორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა სასწავლებლის სპეციალობებს, სწავლის საფასურს, შემოთავაზებულ შეღავათებს, სწავლების ენასა და დიპლომს.

საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბატონმა გიორგი ნაზაროვმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თაობათა აღზრდის საქმეში განათლების როლზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო მხარს უჭერს უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობას. დიპლომატმა დასძინა, რომ სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს, სილამაზე კი იქმნება ცოდნის საფუძველზე, ვინაიდან მოიცავს როგორც ისტორიას, ასევე კულტურასა და დიპლომატიას.

სტუმრებმა მადლიერება გამოხატეს შინაარსიანი და სასიამოვნო შეხვედრისათვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)