"პოეზიის საათი" საქართველოს სომეხთა ეპარქიის "გრიგორ ნარეკაცი" ერთდღიან სკოლაში |
2016 წლის 20 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მორიგი ღონისძიება იყო, სახელწოდებით „პოეზიის საათი“, რომლის ინიციატორი ეპარქიის განათლების განყოფილების „გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლა იყო, მასწავლებელ თამარა გაბოიანის ხელმძღვანელობით. სცენაზე პირველი და მეორე კლასელები იყვნენ, დარბაზში კი ადგილები ეკავათ თბილისის ინტელიგენციის წარმომადგენლებს, პოეზიის მოყვარულებს. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა და ხაზი გაუსვა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან ერთდღიანი სკოლების სასწავლო პროგრამაში შემოღებულ სიახლეს - გაკვეთილს - „სომხური ლიტერატურის პოეზიის მარგალიტები“, რომელიც მიზნად ისახავს საკვირაო სკოლის მოსწავლეთათვის, გარდა წერა-კითხვის სწავლებისა, მესროპისეული დამწერლობის შექმნის დღიდან უახლეს ლიტერატურამდე სომხური პოეზიის გამოჩენილი მოღვაწეების და მათი ნაწარმოებების გაცნობას. ამ სიახლის შეფასებას მიეძღვნა აღნიშნული ღონისძიება. სომხური ლიტერატურის დიდებულთა პატრიოტული, ფილოსოფიური, სიყვარულის მოტივებით დაწერილი ნაწარმოებებით შედგენილი კომპოზიცია ერთდღიანი სკოლის მოწაფეთა მიერ, მართალია, მიწოდებულ იქნა სხვა აქცენტით და გამოთქმით, მაგრამ სწორი შინაარსობრივი აღქმით და გულწრფელად. ქრისტინე მინასიანი, მარი მინასიანი, მარია ბადალიანი, ნანა ზაკუტოვა, ვიტალი მკრტჩიანი, აშოტ არუთუნიანი, ლანა მხითარიანი, მილენა გალუსტოვა და სხვები მშვენიერი დეკლამაციითა და სიმღერით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიებამ მსმენელს წარუდგინა სომხური მდიდარი ლიტერატურის საგანძური, შექმნა ემოციური შთაბეჭდილება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა ისაუბრა სომხური სწავლებით ერთდღიანი სკოლების მნიშვნელობაზე, მოუწოდა პატარების სომხურ სკოლაში მიყვანისა და სომხური განათლების მიღებისაკენ, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისკენ. პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა მადლიერება გამოუხატა ორგანიზატორ პედაგოგს მსგავსი ლამაზი საღამოს მოწყობისათვის, ასევე შესთავაზა სასწავლო პროგრამაში საქართველოს სომეხი პოეტების ასევე თანამედროვეების ჩართვა. დამსწრეები მისასალმნენ და შეაფასეს სომხური პოეზიის გაკვეთილის ჩართვას მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის პროგრამაში. |