1geo

fb you od

დილიჯანის "პატარა მომღერლების" პირველი კონცერტი სამშობლოს საზღვრებს გარეთ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

dilijan 

ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების“ ქალაქ დილიჯანის განვითარების პროექტის ფარგლებში შექმნილი გუნდი „პატარა მომღერლები“ მოქმედებს სათემო ცენტრის პატრონაჟით და მხოლოდ ორი წლის ისტორია აქვს. მაგრამ ამ მოკლე დროში გუნდი გამოვიდა დილიჯანის ყველა კულტურულ ღონისძიებაში, დღითიდღე უფრო გაიმდიდრა და სრულჰყო რეპერტუარი. გუნდის კონცერტების ფარგლების გაფართოვების მიზნით, გადაწყდა კონცერტით გამოსვლა თბილისში.

გუნდის წევრები, „IdeA“ საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლის, ელეონორა მალხასიანის წინამძღოლობით, ქორმაისტერ მერინე ხაჩატრიანის და პიანისტ მარგარიტა ვოსკანიანის და მშობლების თანხლებით, 2016 წლის 20 მაისს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ თბილისში.

ვიზიტის ფარგლებში, ბავშვებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები, საიათნოვას მემორიალი, საბაგიროთი ავიდნენ ნარიყალას ციხე-სიმაგრეში, ილოცეს „სურბ გევორგ“ უძველეს ეკლესიაში, ისეირნეს ძველი თბილისის ქუჩებში.

ბავშვები ესტუმრნენ ასევე გარი დავთიანის თოჯინების საოჯახო თეატრს, აღფრთოვანდნენ ჟანა დავთიანის წარმოდგენილი თოჯინების გამოსვლა-თამაშით.

მომდევნო დღეს, "პატარა მომღერლებმა" კონცერტი გამართეს "ჰაიარტუნ“ ცენტრში.

ცენტრის ხელმძღვანელმა  ლევონ ჩიდილიანმა წარმოადგინა გუნდი "პატარა მომღერლები", მიესალმა მათ ვიზიტს და აჩუქა სურათი თბილისის გამოსახულებით.

ქალაქ დილიჯანის სულიერმა მოძღვარმა, სპეციალურად ამ შემთხვევისათვის თბილსში ჩამოსულმა ღირსეულმა მღვდელმა შავარშ სიმონიანმა, მადლობა გადაიხადა გუნდის მიღებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საყმაწვილო გუნდი და „პატარა მომღერლები“ შემდგომში ითანამშრომლებენ და ექნებათ ურთიერთკავშირები.

კონცერტი დაიწყო სანთლების სინათლის ქვეშ, გუნდის მიერ საუფლო ლოცვის სიმღერით, რის შემდეგაც პატარა მომღერლების შესრულებით გაიჟღერა სომეხ და რუს კომპოზიტორთა საბავშვო სიმღერებმა, თეატრალური და მხატვრული ლამაზი გაფორმებით.

სტუმრების სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქალაქ თბილისისადმი მიძღვნილი სიმღერის - „მეორე ლეგენდის“ , მშვენიერი ქართულად შესრულება. სიმღერამ დაიმსახურა მაყურებლის თბილი მიღება და კონცერტის დამსწრე ავტორის, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას, მაღალი შეფასება.

გუნდმა "პატარა მომღერლები" და "ნერსეს შნორჰალი" საყმაწვილო ანსამბლმა ერთად შეასრულეს სიმღერები "სომხეთი" და "თბილისო".

  დილიჯანის გუნდის ჩამოსვლას და სამშობლოს ფარგლებს გარეთ პირველ გამოსვლას მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, მათ გადასცა წინამძრვრის კურთხევა და სიყვარული, თბილი სიტყვები თქვა ბავშვების ლამაზ გამოსვლებზე.

ბოლოს სტუმრები დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ ტავუშის ტრადიციული ქადით, მათი ხელნაკეთი სამუშაო აჩუქეს „ჰაიარტუნ“ ცენტრს და ერთად იცეკვეს სომხური ეროვნული ცეკვა.

DSC06687 DSC06690 DSC06712 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)