1geo

fb you od

მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 0577 

2016 წლის 29 მაისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

დილიდან თბილისელი სომეხი მორწმუნეები ჩქარობდნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარსა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საზეიმო საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად.

ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

წირვას დაესწრნენ სომხეთიდან ჩამოსული მწერალთა კავშირის დელეგაცია, თავმჯდომარის, ედვარდ მილიტონიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, უამრავი მორწმუნე.

საღმრთო ლიტურგიის დროს, ეპისკოპოსი ვაზგენი შეეხო ისტორიკოს აგათანგეღოსის ისტორიაში გადმოცემულ ამბავს, დიდი სომეხი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის, სიზმარ- ხილვასა და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორიას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა სომეხთა პირველი პატრიარქის გავრცელებული რწმენისადმი ერთგულებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და იმ ღირებულებებზე, რასაც ახორციელებს სომეხთა ეკლესია მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის წინამძღოლობით. "დედა სამშობლოსა და დიასპორაში სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის წყალობით ნარჩუნდება, მდიდრდება, თაობიდან თაობას გადაეცემა სომეხთა ეკლესიის საიდუმლოები და რიტუალები, ხალხური ტრადიციები და კულტურული ფასეულობები. ეს კი ჩვენი იდენტობის, ჩვენი წმინდა რწმენისა და ჩვენი მარადისობის საწინდარია, - ხაზი გაუსვა თავის მოწოდებაში ეპარქიის წინამძღვარმა, მოუწოდა სომეხი ერის მორწმუნე შვილებს გაერთიანდნენ მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გარშემო, ყოვლისშემძლე ღმერთს სთხოვონ მშვიდობა და უსაფრთხოება სომხეთის, წმინდა ეჯმიაწინისა და საქართველოსთვის.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის წინამძღოლობით აღევლინა საპატრიარქო ლოცვა. მორწმუნეებმა და მღვდელმსახურებმა ლოცვა აღავლინეს წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისათვის.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, ნარეკ ღუშჩიანის, ინიციატივით მოეწყო ტკბილეულის გამასპინძლება-გაყიდვა, შემოსული თანხა მოხმარდება ეპარქიის სოციალური პროგრამების მხარდაჭერას.

IMG 0576 IMG 0574 IMG 0571 IMG 0572 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)