1geo

fb you od

საიათნოვას ტრადიციული „ვარდატონი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0216 

2016 წლის 29 მაისს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მიმდებარე გორგასლის მოედანზე გაიმართა საიათნოვას 102-ე ტრადიციული „ვარდატონი“ (ვარდების ზეიმი).

სრულიად სომეხთა პოეტის - ჰოვანეს თუმანიანის, მხატვარ გევორგ ბაშინჯაღიანისა და პოეტ იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით დაარსებული საიათნოვას „ვარდატონი“ თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელშიც მონაწილეობს ქალაქის მრავალეთნიკური საზოგადოება და ყოველი წლის მაისის ბოლო კვირა დღეს განცხადებისა და მოწვევის გარეშე, ვარდებით ხელდამშვენებული მოდის დიდი პოეტის დღესასწაულზე, პოეტის, რომელმაც თავი შესწირა საყვარელი ქალაქის თავდაცვას და დასვენებულია უძველესი სომხური ტაძრის ეზოში. მოდიან, რათა ხელახლა დატკბნენ უკვდავი პოეტის მაღალმხატვრული ფილოსოფიური, დიდაქტიკური და სიყვარულის სიმღერებითა და ლექსებით.

დღესასწაულს ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. სცენაზე ისხდნენ: წინამძღვრის თანაშემწე არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის დელეგაცია, თავმჯდომარის, ედვარდ მილიტონიანის, ხელმძღვანელობით, მწერალი-თარჯიმანი გივი შაჰნაზარი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, სათვისტომოს მოღვაწეები, სტუმრები.

ღონისძიება დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და კეთილი სურვილებით. წინამძღვარმა მადლიერება გამოუხატა საქართველოსა და დედაქალაქ თბილისის ხელისუფლებას, ვისი მხარდაჭერითაც საიათნოვას ვარდატონი ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა, რაც შეჰფერის მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ამ მშვენიერ ქალაქს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გენიალურ საიათნოვაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა კულტურათა, ენათა და რელიგიათა იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ვითარდება ამ ქვეყანაში.

მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ სომეხი და ქართველი მწერლები, პოეტები, სათემო ლიდერები, რომლებმაც ადიდეს ის ხალხი, რომელმაც მსოფლიოს მისცა აშუღი საიათნოვა, დააფასეს ის ქალაქი, სადაც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ქედი მოიხარეს 300 წლის და ყოველთვის აქტუალურ საიათნოვას წინაშე.

შემდეგ დაიწყო სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი რადიოს "საიათნოვა" აშუღური სიმღერის დამსახურებულმა ანსამბლმა, სამხატვრო ხელმძღვანელ, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტ, პროფესორ თოვმას პოღოსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის გუმდმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ანსამბლმა „ქსოვრელები“, "ანი", "ვანქ", "ჯეირან" ცეკვის ანსამბლებმა, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მსახიობებმა.

ხალხური ზეიმის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, ქართველ სომეხთა კავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების კულტურის სამინისტროთა მხარდაჭერით.
 

IMGP0531 IMGP0178 IMGP0202 IMGP0167 

IMGP0025 IMGP0057 IMGP0093 IMGP0155