საიათნოვას „ვარდატონი“ (ვარდების ზეიმი) ბათუმის „ალექსანდრე მანთაშევის“ ცენტრში |
2016 წლის 29 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა დიდი პოეტის, საიათნოვასადმი, მიძღვნილი „ვარდატონი“. დამსწრეები აღფრთოვანებულნი იყვნენ ცენტრის „აღბიურ“ სიმღერის გუნდის, თეატრალური და დეკლამაციის წრეების და „ჰეღნარ“ ცეკვის ანსაბლის გამოსვლებით. ღონისძიება ორგანიზებული იყო ცენტრის მიერ, პედაგოგების - რუზანა ჰოვანისიანის, სათენიკ დანიელიანისა და მერი პოღოსიანის ძალისხმევით. ზეიმზე დასასწრებად და მისალოცად ცენტრში იყვნენ მისულნი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი, ასევე ბათუმში მოქმედი რვა მეგობარი სათვისტომოს ხელმძღვანელები, სომხური სათვისტომოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, არტურ ჰოვანისიანის წინამძღოლობით. ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს მიესალმა და ზეიმი მიულოცა ცენტრის დირქტორმა სონა ჰოვანისიანმა, წარადგინა ვარდატონის ტრადიციის ჩამოყალიბების ისტორია და ისაუბრა დიდი აშუღის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე სომეხი და ქართველის ხალხების დაახლოების საქმეში. სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა მისასალმებელ სიტყვაში მაღალი შეფასება მისცა კულტურის ცენტრის მოღვაწეობას, პედაგოგებისა და მოსწავლეების შრომისმოყვარეობას, დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, მადლობა გადაუხადა ბატონ გიორგი თავამაიშვილს სომხურ სათვისტომოსთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ღონისძიება გაშუქდა ბათუმის "აჭარა" და "25-ე" არხებით. |