1geo

fb you od

საჭადრაკო ტურნირი „ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Batumi Shakhmat 

2016 წლის 28 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა სომხეთისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკების გამოცხადების დღეს. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკისა და სქესის მოჭადრაკეებმა სომხური სათვისტომოდან, მათ შორის ეთნიკურმა უკრაინელებმა, ქართველებმა, ბელორუსებმა (ქალაქ მინსკიდან).

დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ტურნირის გამარჯვებულად იქნა ცნობილი ალექსანდრე პონასენკო, მეორედან მეოთხე ადგილები შესაბამისად დაიკავეს სმბატ თოპბაშიანმა, ვაზგენ მადოიანმა და სერგეი მისოიანმა, ტურნირის მთავარი მსაჯი იყო დიდოსტატი, ბათუმის ჭადრაკის სკოლის მასწავლებელი ფელიქს მელქონიანი. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის ცენტრისა და სამრევლო საბჭოს წევრის, გარიკ ღუკასიანის ძალისხმევით.

ტურნირის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, მიულოცა საუკუნეების მანძილზე ნანატრი და ორი მეგობარი ხალხების პატრიოტული და ეროვნული ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბებული პირველი რესპუბლიკების დღესასწაული. სულიერმა მამამ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს. დამსწრეებს შეატყობინა, რომ ტურნირი იქნება ტრადიციული და ყოველწლიური.

პრიზების გადაცემის მნიშვნელოვანი მისია შეასრულეს და გამარჯვებულებს მიულოცეს ჩოგბურთის დამსახურებულმა მწვრთნელმა ავეტის ხუმროიანმა, კულტურის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, ევგენია პოპოვამ, გარიკ ღუკასიანმა და სულიერმა მამამ. გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და თასები, ყველა სხვა მონაწილემ მიიღო სიგელები და სუვენირები.

ჭადრაკის ტურნირს აშუქებდა სომხური სათვისტომოს პრესსამსახური და   "აჭარის ტელევიზია".

13320830 13331012 13344717 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)