რელიეფური ფერწერის გამოფენა "ჰაიარტუნ" ცენტრში |
2016 წლის 11 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი ნაირფერი ყვავილებით მორთულ მშვენერ სკვერად იყო ქცეული, სადაც წარმოდგენილი იყო სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ სუსანა მკრტჩიანის რელიეფური ფერწერის 35 ნამუშევარი. მხატვარი თბილისელი ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წინაშე წარსდგა ბარელიეფური ნამუშევრებით, ძირითადად „ყვავილების“ ნახატების სერიით. ყაყაჩოები, კესანეები, ქრიზანთემები, ნატურმორტები, რომლბიც გახდნენ რა ხელოვანი მხატვრის სულის სინათლე, გულის სითბო და სამყოროს გალამაზების მისი უსასრულო სურვილი, ექსპონატებიდან გადაეცემოდა ხელოვნების მოყვარულ დამთვალიერებლებს. დამთვალიერებლები კი თბილისელი სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ: მხატვრები და ხელვნების მოღვაწეები, ფერწერის მოყვარულნი და დამფასებელნი, ვინც დიდი ინტერესით ეცნობოდა ცნობილი შემოქმედის ნამუშევრებს. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, მერუჟან შაუმიანმა, გახსნა გამოფენა და წარადგინა ნიჭიერი მხატვარი, შეაფასა მისი შემოქმედების ფართო სპექტრი და მშვენიერის შექმნის ბუნებრივი ნიჭი. სუსანა მკრტჩიანის შემოქმედება მრავალი სტილისაა. მას შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა: ფერწერა, გრაფიკა, ფერწერა აბრეშუმზე, ქაღალდის კოლაჟები და სხვა. წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ საუბრისას, მის წარმოსახვით სამყაროზე, ვიზუალურის დიდი მხატვრული ნიჭით გამოხატვის ოსტატობაზე ისაუბრეს მხატვარ-კერამიკოსმა ლევონ ოსიპოვმა, მხატვარმა ირენ ოჰანჯანოვამ, გამოფენის დამთვალიერებელმა სუსანა ხაჩატრიანმა. მსოფლიოს 36 ქვეყანაში გამოფენებით მყოფ ნიჭიერ მხატვარ სუსანა მკრტჩიანს დიდი სურვილი ჰქონდა მისი შემოქმედებითი სამყაროს მცირე ნაწილი წარმოედგინა ასევე საქართველოს თავისი თანამემამულეებისთვის. დიდი პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული სიყვარულით მომზადებულ გამოფენაზე მხატვარი ჩამოვიდა თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ შეხვდება თბილისის ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას. ქალბატონმა სუსანამ მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრს, მიღებისათვის და ცენტრის ხელმძღვანელს, ლევონ ჩიდილიანს აჩუქა ჰენრიხ იგითიანის ავტორობით შედგენილი ალბომი „ჯაჯურეცი მინას“. გამოფენა კურთხევისა და შეფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა კულტურულ მენტალიტეტს, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნის, ქალაქის, რაიონის განვითარებისათვის და მადლობა გადაუხადა ამ ნიჭიერ ხელოვანს, მისი მაღალმხატვრული ნამუშევრების, ასევე ორგანიზაციული დიდი უნარისათვის, რის წყალობითაც დაარსდა და მოღვაწეობს გიუმრის ესთეტიკის ცენტრი, რომელიც იქცა მრავალი თაობის ესთეტიკური განათლების კერად. სუსანა მკრტჩიანის ექსპონატები უნიკალური სინთეზია მხატვრობისა და ქანდაკებისა, ასევე შესანიშნავად შესრულებული პრინციპულად რთული და შრომატევადი პროცესის მშვენიერი ტილოებია. |