1geo

fb you od

ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულებს გადაეცათ მშობლიური ენის ცოდნის მოწმობები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kiraknoryan 

2016 წლის 13 ივნისს, თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, შეკრებილნი იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოწაფეები, მასწავლებლები, მშობლები.

საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი მიესალმა და მიულოცა ეპარქიის "სურბ გრიგორ ნარეკაცი" და "სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლების 2015-2016 სასწავლო წლის იმ 35 კურსდამთავრებულს, რომლებმაც სომხურ წიგნიერებასა და ლიტერატურაში საჭირო ცოდნა წარმოადგინეს, წარმატებით ჩააბარეს გამოსაშვები გამოცდები და მიიღეს მშობლიური ენის ფლობის მოწმობა.

მოწმობების გადაცემის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა კურსდამთავრებულებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი სიყვარული და მილოცვა. არქიმანდრიტმა ხორენმა მაღალი შეფასება მისცა განყოფილების დირექტორის ევგენია მარკოსიანის, მასწავლებლების - როზა ზოჰრაბიანის, თამარა გაბოიანის და რევიკ კარაპეტიანის თავდადებულ შრომას და პროფესიონალიზმს უამრავი სომეხი ახალგაზრდის თავის წინაპრების ტრადიციებისკენ დაბრუნების საქმეში. არქიმანდრიტმა ისაუბრა ასევე დღის საიდუმლოზე, მთარგმნელთა დღესასწაულზე და წმინდა საჰაკ პართევისა და წმინდა მესროპ მაშტოცის მფარველობა ითხოვა კურსდამთავრებულთათვის, ასევე მიულოცა მათ მშობლიური ენის სწავლების კურსის წარმატებით დამთავრება და მოწმობის მიღება, მოუწოდა მათ, რომ ამ წმიდა ტაძარში პირობა დადონ, რომ თავიანთ შვილებს და შვილიშველბს აუცილებლად აღზრდიან ერის სომხურენოვან შვილებად.

ერთდღიანი სკოლის კურსდამთავრებულებმა სერგეი ჩარუხჩიანმა, სოფია სმბატიანმა, ვიტალი ბრეჟნევმა მადლიერება გამოუხატეს საქართველოს სომეხთა ეპარქიას და ეპარქიის განათლების განყოფილებას, მშობლიურ წმინდა ენაზე კომუნიკაციის, სომხური ლიტერატურის მარგალიტების სწავლების და სომხეთის ისტორიასთან დაახლოებისათვის. კურსდამთავრებულებმა დამსწრეებს აჩუქეს ვაჰან ტერიანის, ავეტიქ ისაჰაკიანის ნაწარმოებები.

ღონისძიება დასრულდა არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის „დამცავი ლოცვით“.

მოწმობების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი ღირსეული მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი, კანდელაკი ღირსეული მღვდელი მანუკ ზეინალიანი, პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი და სხვები.

IMGP0372 IMGP0425 IMGP0437 IMGP0441 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)