1geo

fb you od

აშტარაკის „სურბ მარიანე“ ეკლესიის მომლოცველები თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1 

2016 წლის 17 ივნისს, თბილისში ჩამოვიდა აშტარაკის „სურბ მარიანე“ ეკლესიის მომლოცველთა ჯგუფი, სულიერ მოძღვარ ღირსეულ მღვდელ მკრტიჩ ერანიანისა და მედავითნე ხაჩიკ ვარდანიანის ხელმძღვანელობით.

თითოეული მორწმუნის გულის წადილია სანთელი დაანთოს და ლოცვა აღავლინოს თავისი რწმენის სხვადასხვა წმინდა ადგილებში. სომხეთიდან ჩამოსულ მომლოცველთათვის ერთ-ერთი ასეთი სიწმინდე თბილისის "სურბ გევორგ“ ეკლესიაა. მომლოცველებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს რესტავრირებულ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, აღფრთოვანდნენ უძველესი ტაძრის საოცარი ფრესკებით და სულიერი ძალით.

„სურბ მარიანე“ ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფი მიიღო და მისი კურთხევა უბოძა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა სტუმრებს გააცნო ეპარქიის საქმიანობის სხვადასხვა სფერო, პროექტები და ამოცანები, ასევე მომლოცველებს ყოვლისშემძლე ღვთის მფარველობა უსურვა.

სომხეთიდან ჩამოსული მომლოცველები, დიაკვან გევორგ ანტონიანთან ერთად, ეწვივნენ თბილისის ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ქედი მოიხარეს ერის დიდებულთა წინაშე.

გარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლში დიდი ოსტატის ხელნაკეთი თოჯინებისა და თოჯინების თეატრის დიასახლისის, ჟანა დავთიანის, ჩვენებით თოჯინების თამაშით მომლოცველები გაეცნნენ ძველი თბილისის და სომხებით დასახლებული ავლაბრის უბნის კოლორიტულ სცენებს.

მომლოცველების თბილიში ყოფნის მეორე დღეც არ ჩამორჩებოდა პირველს თავისი ინტერესით და მრავალფეროვნებით: მორწმუნეები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცენტრში - ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, დაათვალიერეს ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, სანთლები დაანთეს სვეტიცხოვლის ტაძარში.

აშტარაკის „სურბ მარიანე“ ეკლესიის მორწმუნეები ესტუმრნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასაც, სანთლები დაანთეს, დაათვალიერეს ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი, მოისმინეს შემოქმედებითი საქმიანობის და სომეხი ბავშვების სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის სამუშაოების შესახებ.

მომლოცველები სულიერი შთაბეჭდილებებით და შემატებული სულიერი ძალით დაბრუნდნენ სამშობლოში.

4 2 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)