1geo

fb you od

ეკუმენური ცერემონია და მშვიდობისათვის ლოცვა ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC 0324 

2016 წლის 26 ივნისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის აჭარის, გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის არარატ გუმბალიანის ინიციატივით, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში შესრულდა ეკუმენური ცერემონია და მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინა.

მშვიდობისათვის ერთიან ლოცვაზე მიწვეული იყო რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პასტორი მამა გაბრიელ ბრაგანტინი. ორი ეკლესიის სასულიერო პირების და უამრავი მორწმუნის მონაწილეობით შესრულდა ერთიანი ცერემონია და აღევლინა ლოცვა მშვიდობისათვის, რომელიც იყო პასუხი რომის უწმინდესი პაპის ფრანცისკეს და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის მიერ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შესრულებული ეკუმენური ცერემონიისა.

ერთიანი ლოცვის დროს წაკითხულ იქნა ნაწყვეტები ბიბლიიდან, აღევლინა ლოცვები, ასევე შესრულდა საგალობლები.

ორი ეკლესიის სულიერმა მოძღვრებმა აკურთხეს დამსწრეები, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის და რწმენის ბავშვების და მოზარდების, ქალებისა და მოხუცებისთვის ითხოვეს მშვიდობა და ცხოვრების უსაფრთხოება, ქრისტიანებს მოუწოდეს ერთმანეთის სიყვარულისკენ და ეკლესიების კეთილი შედეგებით ნაყოფიერი სიყვარულისა და თანამშრომლობისკენ.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ერთმანეთს აჩუქეს ხატები, რომლებიც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ როგორც ადგილობრივ სომხურ, ასევე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებში.

ერთიანობისა და მშვიდობისათვის ლოცვის დასრულების შემდეგ, ცერემონიის მონაწილეები ეწვივნენ ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს, დაათვალიერეს შენობა და ინფორმირებულნი იყვნენ ცენტრის საქმიანობის მიმართულებების შესახებ, სულიერი მამები ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ.

DSC 0322 DSC 0326 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)