1geo

fb you od

ტოლმის ტრადიციული ფესტივალი თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glaxor 

საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, "ჰაიარტუნ" ცენტრის და ინდივიდუალურ ქველმოქმედთა მხარდაჭერით, 2016 წლის 10 ივლისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გაიმართა სომხური ეროვნული კერძის "ტოლმა -2016" ფესტივალ-კონკურსი.

უკვე ტრადიციად იქცა საქართველოში, ეროვნულ სხვა ღირებულებებთან ერთად, სომხური ეროვნული სამზარეულოს წარდგენაც, თავისი მრავალფეროვნებით, რომელიც არის სომხური მრავალსაუკუნოვანი კულტურის განუყოფელი ნაწილი. წელს ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობის სურვილი, "შუშანიკ“ კავშირის წევრების გარდა, გამოთქვეს ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ, „ვრასტან“ და „ალიქ მედია“ სომხურენოვანმა საინფორმაციო საშუალებებმა, 104-ე საჯარო სკოლამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კულტურულმა ანსამბლებმა, თბილისის რამდენიმე რესტორანმა და კაფემ, მრავალმა დიასახლისმა, სულ 37 მონაწილემ.

მაგიდებზე დალაგებული იყო ლამაზად გაფორმებული 45 ქვაბი, სომხური ტოლმის სხვადასხვა სახეობით. "ფესტივალი-2016"-ის მონაწილეთა კულინარიული უნარების შესაფასებლად, ღონისძიების ორგანიზატორთა მოწვევით, თბილისში იყო ჩამოსული სომხური კულინარიული ტრადიციების განვითარებისა და შენარჩუნების არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე სედრაკ მამულიანი, ორგანიზაციის წევრების - გარიკ გევორგიანის, გრიშა ანტინიანის, არმენ ქეფელიანის და ახტალის მერის ჰაიკ ხაჩიკიანის თანხლებით.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, თბილისში დაბადებული მომღერალი ლეილა სარიბეკიანი.

საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანი მიესალმა მონაწილეებს და დამსწრეებს და ფესტივალ-კონკურსი გახსნილად გამოაცხადა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა აკურთხეს ტოლმით სავსე ქვაბები და ფესტივალს წარმატებები უსურვეს.

სომხური უძველესი ეკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით: მოსულები იყვნენ ადგილობრივები და უამრავი სტუმარი - სომხები, ქართველები, რუსები და უცხოელები. სურნელოვანი ტოლმის დაგემოვნება მიმდინარეობდა მხიარული კონცერტის თანხლებით, რომელსაც წარუძღვებოდნენ ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი და სოლისტი-მომღერალი ანა პოღოსოვა-ბადალიანი.

ფესტივალ-კონკურს 2016-ს პატრიოტული და ეროვნული სიმღერების განუმეორებელი შესრულებით მიესალმა ლეილა სარიბეკიანი და დაიმსახურა დამსწრეთა თბილი ოვაციები.

ხუთი წევრისაგან შემდგარმა პრესტიჟულმა ჟიურიმ, სომხეთის მთავარი მზარეულის, სედრაკ მამულიანის ხელმძღვანელობით, ნომინაციებში „გემო“, „გაფორმება“ და „იდეა“ პრიზები მიანიჭა რესტორან „კალანდას“, რესტორან „გრეკო ოტელს“, „სურბ ეჯმიაწინის“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის წევრ ქნარიკ ვოსკანიანს, „გრან პრი“ მიენიჭა რესტორანს „მანგალ-ჰაუზ თბილისი“.

ღონისძიება გამაგრილებელი წყლებით უზრუნველჰყო ედუარდ მურადიანის ორგანიზაციამ - „რიწა“, პურით - სომხური ლავაშის მწარმოებელმა კომპანიამ, არამაის ქამალიანის ხელმძღვანელობით.

DSC07208 DSC07205 13613327 1198648230174830 2457284831904941148 o DSC07215 

DSC07254 DSC07255 DSC07281 DSC07319