1geo

fb you od

დავით მანუსაჯიანის ხსოვნის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor 

2016 წლის 15 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის სომეხთა ასამბლეის" ყოფილი თავმჯდომარის (2012- 2015 წ.წ.), თბილისელი სომეხი საზოგადო მოღვაწის, უდროოდ გარდაცვლილი დავით მანუსაჯიანის ხსოვნის საღამო. "თბილისის სომეხთა ასამბლეის" ინიციატივით და "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარებული ხსოვნის ღონისძიება მიეძღვნა დავით მანუსაჯიანის ტრაგიკული გარდაცვალების წლისთავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაცვლილის მეუღლე, ქალიშვილი, ახლობლები, მეგობრები და ნაცნობები.

ღონისძიების დაწყებამდე „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა შეასრულა პანაშვიდის ცერემონიალი, დავით მანუსაჯიანის სულის სიმშვიდისათვის. მამა ნარეკმა ისაუბრა ზეციური სასუფევლის შესახებ, ხაზი გაუსვა დავითის, როგორც თავისი ერის, ოჯახის და თბილისელი სომხური საზოგადოების ერთგული შვილის დადებით თვისებებზე, რომლის შეგნებული ცხოვრების პრინციპი იყო ერთგულება ერისადმი, განსაკუთრებით თბილისელი სომეხი სათვისტომოსადმი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა გახსნა ხსოვნის საღამო, დავით მანუსაჯიანს უწოდა თბილისელი სომხობის სინდისი, ერისათვის მსახურების ნიმუში და დამსწრეებს შესთავაზა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ მის ხსოვნას.

საღამო წარმართა ჟურნალისტმა და მუსიკოსმა არტემ კირაკოზოვმა. დავითი იდეების ერთგული იყო, ნამდვილი ინდივიდუალობა, მაგრამ ამავდროულად ტრაგიკული ფიგურა, რომელსაც გულწრფელად უყვარდა სამშობლო და ამაყობდა სამშობლოთი. წამყვანმა დააფასა ევგენია ფარსადანოვასა და დავით მანუსაჯიანის შექმნილი ლამაზი სომხური ოჯახი, სომხური სულისკვეთებით აღზრდილი ოთხი შვილი.

"თბილისის სომეხთა ასამბლეის“ ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ დამსწრეებს მოგონებები გაუზიარეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ნათესავებმა და ისაუბრეს მის ფილოსოფიურ აზროვნებაზე, დადებით ადამიანურ თვისებებზე, გულწრფელობაზე, ერთგულებასა და ჰუმანურობაზე.

ღონისძიების ბოლოს გამოვიდა გარდაცვლილის ქვრივი. უდროოდ გარდაცვლილ მეუღლეზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა მეუღლის უსაზღვრო პატრიოტიზმს და თავისი ხალხის ერთიანად დანახვის ოცნებას. ქალბატონმა ფარსადანოვამ მადლიერება გამოუხატა თბილისის სომეხთა ასამბლეას, "ჰაიარტუნ" ცენტრს, მეუღლის გარდაცვალების წლისთავის ხსოვნის საღამოთი აღნიშვნისათვის.

საღამოზე ნაჩვენები იქნა ეპიზოდები დავითის მოკლე, მაგრამ აზრიანი ცხოვრებიდან, წარმოდგენილი იქნა ნაწყვეტები საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და თბილისის სომხური სათვისტომოს პრობლემების შესახებ მისი სხვადასხვა ინტერვიუებიდან.

DSC07357 DSC07374 DSC07369