1geo

fb you od

ჯივანის საფლავთან ქედი მოიხარეს მისმა თაყვანისმცემლებმა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Jivani 

2016 წლის 26 აგვისტოს, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში შეიკრიბნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირები, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის ხელმძღვანელები, სათემო ორგანიზაციებისა და თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

სომხური აშუღური სიმღერის გამოჩენილი მოღვაწის, აშუღ ჯივანის (სერობ სტეფანის ძე ლევონიანი) 170 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაული დაიწყო დიდი გუსანის საფლავის ყვავილებით შემკობით და პანაშვიდის ცერემონიით.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, მან დამსწრეები მიიწვია 27 აგვისტოს ჯივანის მშობლიურ სოფელ კარწახში ჯივანის ხელოვნების განდიდების ტრადიციულ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომლის დროსაც გაიმართება აშუღური სიმღერის კონკურსი და საზეიმოდ გაიხსნება გუსანის სახლ-მუზეუმი.

ჯივანის ხელოვნების შესახებ ისაუბრეს და დიდი გუსანის განდიდების სიტყვით გამოვიდნენ პოეტი, მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის თავმჯდომარე სოს საჰაკიანი, ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აშოტ ჰაკობიანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი. დიდი გუსანის შვილთაშვილმა, ქალიშვილის - არაქსიას, შვილიშვილმა გრეტა ნიჟარაძემ მადლიერება გამოუხატა ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, ვისი ინიციატივით და მხარდაჭერით იხსნება მისი დიდი ბაბუას სახლ-მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში.

ამაღელვებელი იყო ჯივანის საფლავის ქვაზე სოფელ კარწახიდან ჩამოტანილი მიწის დამატება და იქაური წყლის შესხურება.

ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დიდი ჯივანი უკვდავია, რადგანაც იგი თავისი სიმღერებით და სიტყვით, როგორც აშუღი პოეტი, დიდი პატრიოტი და ერთგული ცხოვრობს მისი მშობელი ხალხის სულში. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დიდების სიტყვით მიმართა ჯავახეთს და ჯავახეთის ხელოვნების მოყვარულ სომხობას, რომელიც იქცა სომხური სულისკვეთების შენარჩუნების ნიმუშად, ასევე სომხურ-ქართული მეგობრობის განუყოფელ რგოლად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, ამავდროულად სრულდებოდა საგალობლები, “სურბ ეჯმიაწინის“ მგალობელთა გუნდის მიერ.

1 2 3 4 

5