ჯივანისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა |
სიახლეები |
2016 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა აშუღ ჯივანის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი „კეთილი, ლამაზი, სათნო“ ფილმის პრემიერა. ფილმის ავტორი და პროდიუსერია რიტა შაროიანი. ფილმი წარადგინა დამდგმელმა- რეჟისორმა არმენ რონოვ-მკრტჩიანმა. დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ჰაიარტუნ" ცენტრმა აშუღური ხელოვნების დიდებული წარმომადგენლის წელს, 2016 წლის მეორე ნახევარი დაიწყო ჯივანისადმი მიძღვნილი ფილმით. გამომსვლელმა ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საიუბილეო წელს განხორციელდა თბილისში: სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში დაკრძალული ჯივანის საფლავის ყვავილებით შემკობა, აშუღის მშობლიურ სოფელ კარწახში სახლ-მუზეუმის გახსნა და სომხებით დასახლებულ სხვადასხვა პუნქტებში ჯივანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიებები. შემდეგ ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელმაც დამსწრეებს გადაუშალა ჯივანის ბიოგრაფიის გვერდები და წარადგინა აშუღის საყვარელი საკრავის - ქამანას (ქამანჩის) ისტორია, რომელსაც საკრავებს შორის ადგილი უკავია, როგორც სომხურ ეროვნულ საკრავს. ფილმის ჩვენების შემდეგ, წარდგენილ იქნა ასევე არმენ რონოვ-მკრტჩიანის ფილმი, რომელიც ეძღვნება მხატვარს, მუსიკოსს და აქტიურ სომეხს, არტემ ალაბულიანცს. ფილმის ავტორმა უპასუხა აუდიტორიის კითხვებს. |