1geo

fb you od

„ჰაიარტუნ“ ცენტრი პან-სომხურ ფესტივალზე „ჩემი სომხეთი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

pharaton 

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს 2016 წლის პან-სომხური ფესტივალი მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი) შემოქმედებითმა ჯგუფებმა წელსაც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში. „ნერსეს შნორჰალი“ სიმღერის საყმაწვილო ანსამბლმა (ხელმძღვანელი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), „ტარონ“ ცეკვის ანსამბლმა (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი) დედა სამშობლოში სათანადო დონეზე წარმოადგინეს ეროვნული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში მიღწეული წარმატებები.

22 სექტემბერს დაიწყო  დუდუკისა და სხვა მუსიკალური საკრავების პან-სომხური ფესტივალი. 2012 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ინიციატვით ორგანიზებულმა დუდუკის ფესტივალმა გავლენა იქონია სომხური ეროვნული საკრავის მეტად პოპულარიზაციაზე. ხალხური, ეთნოგრაფიული, დიდი სომეხი კომპოზიტორების, გუსანების ნაწარმოებების შესრულებით გამოვიდნენ რუსეთიდან, ირანიდან, კანადიდან, გერმანიიდან, არცახიდან და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებიდან ჩამოსული მედუდუკეები და დუდუკის კლასის მოსწავლეები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკის კლასი წარმოადგინეს მასწავლებელმა ივანე მკრტჩიანმა და მისმა აღსაზრდელმა ალექს ბაზოიანმა. მათ კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის სახლში მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის გახსნის გალა-კონცერტზე, ქალაქ თალინში ორგანიზებულ კონცერტში და გავარში - ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, შეასრულეს საიათნოვას უკვდავი „ქამანჩა“ და ქალაქური მელოდიები.

დუდუკისა და სხვა მუსიკალური საკრავების პან-სომხური ფესტივალის მონაწილეები მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრმა, ქალბატონმა ჰრანუშ ჰაკობიანმა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის მონაწილეებს - დუდუკის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სომხური ეროვნული მუსიკის პოპულარიზაციის, ჩვენი ეროვნული საკრავის დაცვისა და შენარჩუნებისათვის.

დაუვიწყარია ფესტივალის ფარგლებში ვიზიტები სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში, სომხეთის ეროვნულ გალერეაში, გარნის წარმართულ ტაძარსა და გეღარდის მონასტერში, ოშაკანში ყვავილებით შეამკეს მესროპ მაშტოცის საფლავი, თალინში კი - სომხეთის ეროვნული გმირის თათულ კრპეიანის მემორიალი.

აქვე დავსძენთ, რომ არის განზრახვა, ორგანიზება გაეწიოს ხალხური საკრავების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც შესაძლებლობას შექმნის ერთ სცენაზე თავი მოუყაროს სომეხ და უცხოელ მუსიკოსებს.

1 1 1 6 1 3 1 5 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)