1geo

fb you od

წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Targmanchac ton 

2016 წლის 8 ოქტომბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული. წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული ჭეშმარიტად სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულია.

დღესასწულთან დაკავშირებით „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

წირვას ესწრებოდნენ პედაგოგები, მთრგმნელობითი სფეროს მუშაკები, პოეტისა და მთარგმნელის - გივი შაჰნაზარის თაოსნობით.

საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა ასევე საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი.

წირვის დროს, მწირველმა - საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე. არქიმანდრიტმა ხორენმა ისაუბრა სომხური დამწერლობის შექმნის ისტორიულ პერიოდზე, სომხური დამწერლობის შექმნას უწოდა ჭეშმარიტად გარდამტეხი. არქიმანდრიტმა ხორენმა ხაზი გაუსვა ეპარქიის წვლილს საქართველოს სომხობის ეროვნული და სულიერი განათლების საქმეში და ეკლესიას, ენასა და კულტურას უწოდა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების მთავარი გარანტია. მწირველმა დამსწრე მრევლს მოუწოდა მთარგმნელი ვარდაპეტების მიერ შექმნილი სომხური დამწერლობის თაობებისთვის გადაცემისკენ.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებამ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონში მთარგმნელი ვარდაპეტების სულების სიმშვიდისთვის შეასრულა პანაშვიდის წესი.

ახალქალაქის რაიონის "სურბ ხაჩ" ეკლესიში წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაულს მიეძღვნა საღმრთო ლიტურგია, რომელიც აღავლინა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა.

IMGP0557 IMGP0555 IMGP0020 IMGP0010 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)