საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წაკითხულ იქნა კათოლიკოსის ენციკლიკა |
სიახლეები |
2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძროლობით აღევლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია. წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას, "ეჯ მიაწინ ი ჰორე“ (ჩამოვიდა ძე ღმრთისა) ფსალმუნის ჰანგების თანხლებით, საკურთხევლზე აიტანეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ენციკლიკა, რომელიც ეძღვნება ბიბლიის სომხური ვერსიის გამოცემის 350-ე წლისთავს. ენციკლიკა წაკითხულ იქნა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით. საქართველოს სომეხთა ეპარიის ყველა ეკლესიაში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის დროს სულიერმა მამემბმა წაიკითხეს ენციკლიკა. |