1geo

fb you od

გამოფენა-გაყიდვა - „მე ვხატავ ძველ ქალაქს“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

G1 

2016 წლის 29 ოქტომბერს,საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მოეწყო საბავშვო ნახატების გამოფენა-გაყიდვა - „მე ვხატავ ძველ ქალაქს“.

ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების"   და  საქართველოს საგანმანათლებლო ასოციაციის -  "მხარდაჭერა", ინიციატივით დაწყებული საერთაშორისო პროექტი განხორციელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   საეპისკოპოსოს, თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. პროექტი განხორციელდა  ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დედაქალაქის საჯარო და კერძო სკოლის სხვადასხვა ეროვნების 50-მა მოსწავლემ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის  ეზოში, სლოგანით „მე ვხატავ ძველ ქალაქს“, მოწყობილ ნახატების კონკურსში დახატეს ძველი ქალაქის გამოსახულებები.  ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის  სხვადასხვა ერების  მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითის გაცნობას, მათ   ჩართვას   საქველმოქმედო აქტივობებში და  მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვის ჩვევების განვითარებას.

საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეები ეწვივნენ სომხეთს, იყვნენ  დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში, დედაქალაქ ერევანში.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში,    ფონდ  IdeA-ს  წარმომადგენელმა ელეონორა მალხასიანმა და საქართველოს საგანმანათლებლო ასოციაციის -  "მხარდაჭერა", თავმჯდომარე ქეთევან აბესაძემ კონკურსში მონაწილე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ბავშვებს გადასცეს მონაწილეობის სერტიფიკატი და იაკობ ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა“ - ილუსტრირებული ალბომი სამ ენაზე.   

შემდეგ მოეწყო ბავშვების წარმოსახვით შესრულებული  იმ 25 საუკეთესო ნამუშევრის გამოფენა-გაყიდვა, რომლებითაც დამშვენებული იყო    გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლები.  ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისა იყო. სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ ქართველი და სომეხი ბიზნესმენები, თანამდებობის პირები სიყვარულით შეიძინეს ბავშვების ნამუშევრები და შემოსული თანხა შემოწირულობის სახით გადაეცა  კოჯრის შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს, რომელიც მოქმედებს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“   მხარდაჭერით.

ბავშვებმა განიცადეს   ქველმოქმედების  სიხარული, კოჯრის ბავშვთა სახლის მხარდასაჭერად შეტანილი თავიანთი წვლილით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)