1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თნამშრომელთა საერთო კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC09482 

2016 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიმართა ეპარქიის საეპისკოპოსოს, განყოფილებათა და    "ჰაიარტუნ"  საგანმანათლებლო,   კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელთა საერთო კრება.

კრებას  თავმჯდომარეობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. კრებას  ესწრებოდნენ სასულიერო პირები,  საეპისკოპოსოს განყოფილებათა თანამშრომლები.   

შეხვედრა დაიწყო საუფლო ლოცვითა და    საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.  

 დღის წესრიგში იყო ორი საკითხი:

ა) ეპარქიის  2016 წლის  საქმიანობის შეჯამება,

ბ) ახალი - 2017 წლის ხედვა.

ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომეხთა ეკლესია ყოველ დილა კარს უხსნის სომეხ ადამიანს, ლოცვის ძალითა და  იმედის  შთაგონებით მხარში უდგება და ამხნევებს  მორწმუნე სამწყსოს  თითოეული წევრს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეაფასა სამღვდელოების მსახური, საეპისკოპოსოს თანამშრომელთა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობა. განყოფილებათა    საქმიანობაზე საუბრისას, მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა განყოფილებათა წარმატებებს, რაც მიღწეულ იქნა    გულმოდგინე და თავდადებული მუშაობით, ასევე დააფიქსირა შესამჩნევი უარყოფითი მხარეები, რომელთა შესავსებად საჭიროა გაძლიერდეს სამუშაო საბავშვო ბაღსა და მშობლიური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში - ინდივიდუალური სამუშაოს ფორმატით.  შეაფასა რა შემოქმედებითი  ჯგუფების შედგომის ფაქტორი, წინამძღვარმა ხაზი გაუსვა წრეების საქმიანობის შემდგომ განვითარებას.

მეუფე ვაზგენმა დეტალურად წარმოადგინა  2017 წლის  ხედვა.  მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ  განმარტა „ვერნატუნ“ ცენტრის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მსვლელობა და დასრულების ვადები,    ცენტრის საქმიანობის პერსპექტივები.

მეუფემ ისაუბრა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში სამშენებლო სამუშაოების განახლებასა და პროექტებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს  ფონდ IDeA -ს მხარდაჭერით და თანამშრომლობით.  ხაზი გაესვა სოციალური განყოფილების  გაფართოებას, რომელიც განხორციელდება  ციხეებსა და საავადმყოფოებში     სასულიერო პირების პერიოდული ვიზიტებით,  სოციალური მხარდაჭერით,  მატერიალური დახმარებით. მეუფემ მადლიერებით ისაუბრა  საქართველოს სახელმწიფოს მიერ ეპარქიისთვის გაწეულ მატერიალურ დახმარებაზე, საქართველოს მართლმადიდებელ  ეკლესიასთან ქრისტიანული სიყვარულით  გამსჭვალულ  მეგობრობასა და თანამშრომლობაზე.    

საერთო კრება  დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით გაჟღერებული  საახალწლო და საშობაო კეთილი სურვილებით. კრების  მონაწილეებმა ასევე მიიღეს  ლამაზი საახალწლო  საჩუქრები.

DSC09492 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)