1geo

fb you od

წმინდა შობისა და ნათლისღების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

surb cnund 

2017  წლის პირველი საუფლო დღესასწაული - ქრისტეშობისა და  ნათლისღების დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით, რომელიც აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.  ჯერ კიდევ 5 იანვარს,   საღამოს აღევლინა წინასადღესასწაულო  საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის დროს  აღევლინა ჭრაგალუიცის წმინდა წირვა.

მორწმუნეებით სავსე „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში    მქადაგებელი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ  მირზახანიანი. წმინდა წირვის დაწყებამდე, შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება, წაკითხულ იქნა ნაწყვეტები ბიბლიიდან. წირვის დროს მეუფე ვაზგენმა თავის ქადაგებაში ისაუბრა ჩვენი უფლის  შობის საიდუმლოზე. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მორწმუნეებს მოუწოდა შეევედრონ უფალს, რომ  სიბრძნის სინათლით გაანათოს მათი    გონება, სული და ცხოვრება, რომ   მათი გული იქცეს იმ ბაგად, სადაც შეიძლება გაჩნდეს სინათლე, წარმოიშვას სიყვარული და განდმტკიცდეს ყველას სიცოცხლეში და რწმენაში. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეპარქიის წინამძღვარმა  აანთო მაცოცხლებელი სანთელი, რომლიდანაც იესო ქრისტეს განმასახირებელი სინათლე დაურიგდა ყველა მორწმუნეს.   საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მღვდელმსახურთა პროცესია დაიძრა „ჰაიარტუნ“ ცენტრისკენ, სადაც შესრულდა სახლის კურთხევის წესი.

6 იანვარს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში  საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. სომეხთა ეკლესიას ეწვივნენ და საშობაო საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ  საქართველოს რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე    ზაზა ვაშაყმაძე,  საქართველოს შერიგებისა  და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხთა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი,    საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი  ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხებში სოფიო შამანიდი,  თბილისის საკრებულოს  თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,   საქართველოს პარლამენტის წევრები რუსლან პოღოსიანი და დავით ჭიჭინაძე, საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი  კარენ მელიქიანი,   სხვა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.

საღმრთო ლიტურგიის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა  გააჟღერა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და   უნეტარესის გარეგინ II- ის საშობაო  მიმართვა.  ეკლესიაში გავრცელდა პატარა იესოს დაბადების სასიხარულო ამბავი.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის    ცერემონიალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია ისევ გახდა ღირსეული სომეხი იური ერემიანი.  

წირვის დასრულების შემდეგ,  ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე ვაზგენი მიესალმა ეკლესიაში მყოფ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა სომხური ქადის ტრადიციული დღესასწაული.    საქართველოს სომხებს ქრისტეშობა და ნათლისღება მიულოცეს გიორგი ალიბეგაშვილმა, ზაზა ვაშაყმაძემ, რუსლან პოღოსიანმა, დავით ჭიჭინაძემ, კარენ  მელიქიანმა და გივი შაჰნაზარმა.    

სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის  ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა და მორწმუნეებს მიულოცა ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა.   

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას ეწვივნენ და მორწმუნეებს ქრისტეშობა და ნათლისღება მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილაშვილმა, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ჰოსსეინ მაშჰადიმ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა.

1 2 3 4 

5 6 7 8 

 Akhalqalaqi 1 Akhalqalaqi 2 Batumi Batumi 1 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)