1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და მისი დელეგაცია ეწვია თბილისის სომხურ ეკლესიებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

hh-varchapet 

პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 24 თებერვალს, დელეგაციის წევრებთან ერთად  ეწვია თბილისის სომხურ  ეკლესიებს.

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში მაღალი რანგის სტუმრებს დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუს  არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანსა და მღვდელმსახურებთან ერთად.

დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს საიათნოვას საფლავი და ეკლესიის ეზოში დაკრძალული ეთნიკურად სომეხი გენერლების საფლავის ქვები.  

პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს უძველესი „სურბ გევორგ“ ეკლესია. ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა დელეგაციის წევრებს და დედა   სამშობლოდან ჩამოსულ სტუმრებს  წარუდგინა ეკლესიის ისტორია. მეუფე ვაზგენმა პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციის წევრებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის,  კურთხევა და კეთილი სურვილები. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა  მადლიერება გამოუხატა სომხეთის მთავრობას, რომელიც   დიასპორის სამინისტროს მეშვეობით აგრძელებს საქართველოს სათემო სტრუქტურების, ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის  მხარდაჭერას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერების სიტყვები თქვა ეროვნული ქველმოქმედების, რუბენ ვარდანიანისა და მისი მეგობრების მისამართით, ასევე აღნიშნა ყოფილ პრემიერ-მნინისტრ    ბიძინა ივანიშვილის წვლილი. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა    საქართველოს ხელისუფლების მზრუნველობით  დამოკიდებულებას საქართველოს სომეხთა ეპარქიისა  და სომხური სათვისტომოს მიმართ, საქართველოს სომხური სათვისტომოს როლსა და მნიშვნელობას სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.  პრემიერ-მინისტრმა კარენ  კარაპეტიანმა  საქართველოს სომეხთა ეპარქიას აჩუქა ღვთისმშობლის გამოსახულებით სურათი, ეპარქიის წინამძღვარმა   პრემიერ-მინისტრს გადასცა ფონდ  IDеА-ს  მიერ გამოცემული „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გამოცემული  წიგნ-ალბომი.

ეკლესიაში სანთლების დანთებისა და ლოცვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის წევრები გაემართნენ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიისკენ, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს შესასვლელთან დახვდნენ მღვდელმსახურები და ეპარქიის  ოფიციალური პირები.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ქედი მოიხარა  ეკლესიის ეზოში აღმართულ სომეხთა გენოციდის წმიდანად შერაცხულ   მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარის წიანშე,   ყვაველიბით შეამკო ხაჩქარის   კვარცხლბეკი.

შემდეგ დელეგაცია ეწვია ეპარქიის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ  „ჰაიარტუნ“  ცენტრს. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრში მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი, სადაც სტუმრებს მიესალმნენ სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს   სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით.   

შემდეგ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა თბილისსა და    სომხებით დასახლებული რეგიონებიდან ჩამოსულ ეთნიკურად სომეხ  სახელმწიფო,  საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებსა და სომეხ საზოგადოებრიობასთან.

მეუფე ვაზგენმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას და მის წევრებს და სიტყვა გადასცა სომხეთის პრემიერ-მინისტრს.  

 კარენ კარაპეტიანი მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა ოფიციალური ვიზიტის შესახებ და უპასუხა დამსწრეთა დასმულ შეკითხვებს.

ცხონებული ლევ ბაიახჩევის ქვრივმა - ქალბატონმა ელენა ბაიახჩევამ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აჩუქა დიდი მხატვრის ნამუშევარი,   ვისი პერსონალური გამოფენაც იყო მოწყობილი   "ჰაიარტუნ" ცენტრში.

ვიზიტის ბოლოს პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი    ეწვივნენ პეტროს ადამიანის სახელობის  სახელმწიფო დრამატულ  თეატრს, სადაც მათ დახვდათ    თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი.   გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა თეატრის დირექციასთან, სადაც წარმოდგენილ იქნა თეატრის საქმიანობა და   სარემონტო სამუშაოები.

IMG 3560 IMG 3605 IMG 3617 IMG 3708 

IMG 3899 IMG 3985 IMG 3992 IMG 4111 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)