1geo

fb you od

ჰარისის ფესტივალი - ძირითად „ბარეკენდანზე“ აღინიშნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

harisa 

2017 წლის 26 თებერვალს,   ქრისტიანულმა  სამყარომ  აღნიშნა  ძირითადი „ბარეკენდანი“. დიდი მარხვის წინა სადღესასწაულო დღე  საღმრთო ლიტურგიით და სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა  თბილისის სომხურ სათვისტომოშიც.

ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სადღესასწაულო დღეს მიეძღვნა საღმრთო ლიტურგია, შემდეგ მორწმუნეებმა გადაინაცვლეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, „ჰარისა -2017“ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.   ფესტივალი,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   მხარდაჭერით, ორგანიზებული იყო       საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ.  ფესტივალი, რომელსაც ხუთი წლის ისტორია აქვს,   ყოველწლიურად   ფართოვდება    და იქცევა სახალხო ზეიმად, რომელზეც თბილისის სომეხი ქალბატონები დამსწრეებს უმასპინძლდებიან ამ ეროვნული კერძით.     

ფესტივალში მონაწილეობდა თბილისის სომხური სათისტომოს   თითქმის ყველა სტრუქტურა: ეპარქიის      „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის გასწვრივ ჩამწკრივებული ჰქონდათ ოცდაათამდე ქვაბი და თიხის   ქოთნები - ცხიმიანი და გემრიელი ჰარისით. თავიანთი ქვაბებით იყვნენ მობრძანებულნი „სურბ გევორგ“ ტაძრის ეკლესიის  მოყვარულ ქალთა კავშირი, ცეკვის ანსამბლები „ანი“ და „ვანქ“,    "სურბ მოვსეს ხორენაცი " საბავშვო ბაღი, გუნდი  „ნერსეს შნორჰალი“, „შუშანიკ“ კავშირის წევრები, მრავალი   მოხალისე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიდან - ბელა ოსიპოვა,   თბილისის საკრებულოდან - მარგარიტა ხიდირბეგაშვილი,  საქართველოს ქალთა საბჭოდან  - ქეთევან გაბრუაშვილი, ქურთული სათვისტომოდან -  ლილი საფაროვა და სხვები.

დარბაზი სავსე იყო. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ქვაბებს ამშვენებდნენ სომეხი ქალბატონები, შესაფერისი გარეგნობითა. საქართველოს სომეხ    ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა,  მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულის ტრადიციად ქცეული ჰარისის ფესტივალით აღნიშვნისათვის.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა წმინდა აღდგომოს დიდი მარხვის 48-დღიან პერიოდზე,   ხაზი გაუსვა ამ დღეს ერთმანეთის პატიების, შერიგების, ხელის გაწვდომის და ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრების საჭიროებას. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა ქალთა და სხვა სტრუქტურათა მონაწილეობას ჰარისის ფესტივალში და დამსწრეებს უსურვა ბარეკენდანის მადლით   ფიზიკურად  გამაგრებულნი, სულითა და რწმენით გაძლიერებულნი მოემზადონ ჩვენი მაცხოვრის დიდებული აღდგომის შესახვედრად.

წინამძღვარმა დალოცა ჰარისის ქვაბები, საუფლო ლოცვა აღავლინა და დამსწრეები მიიწვია ჰარისის მისართმევად. ათასამდე ადამიანმა დააგემოვნა ეს კერძი, ნაკურთხი ჰარისა გადაეცა ასევე ავადმყოფებს და ასაკოვან ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია ზეიმში მონაწილეობის მიღება.   

შემდეგ ცენტრში გაისმა მხიარული სიმღერისა და ცეკვის ხმა, დაიწყო ჰარისის დაგემოვნება, სურნელოვანი ჰარისის  ბოძებული მხიარული განწყობა გვიან საღამომდე შენარჩუნდა.  

საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირი მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ჯვრის ნათლიას, კარენ სარგსიანს, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღს, სათვისტომოს მოღვაწეებს: ჟანა დავთიანს, ალექსანდრე უთმაზიანს და სხვა ქველმოქმედებს, ჰარისის ფესტივალის ჩატარებაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

IMG 4449 IMG 4486 IMG 4574 IMG 4609 

IMG 4624 IMG 4758 IMG 4790 IMG 4818 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)