1geo

fb you od

ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის პირველ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.  დღე    სადღესასწაულო იყო საქართველოს დედაქალაქსა და   სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები სომეხი ბავშვებისთვისაც. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევით და მხარდაჭერით ეპარქიის ეკლესიებში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები, ბავშვების გასახარებლად და მათთვის სიურპრიზების გასაკეთებლად.

დღესასწაული დაიწყო  სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში, ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის მოწყობილი ზეიმით. მხიარული მუსიკა, ბავშვების ცეკვა და სიმღერა მაღალ განწყობას ქმნიდა. თამაშ-კონკურსში, როემელიც მიჰყავდათ ჰენრიხ პეტროსიანსა და მარი პოღოსოვას, ჩაერთო ყველა პატარა. შედარებით უფროსები, ვინც მალე სკოლაში შევა, ჩაერთნენ მასწავლებელ თამარა სულხანიშვილის მოწყობილ ხატვის კონკურსში, საბავშვო ბაღის პედაგოგებმა ევგენია მარკოსიანმა, აქსანა შაროიანმა და მეტაქსია ღაზარიანმა ბავშვებს სახეები მოუხატეს, რაც პატარებისთვის ძალზედ სასიხარულო იყო.     სასიამოვნო სიურპრიზი იყო მიკის ტანისამოსით გამოწყობილი მარინა სუმახიანის გამოჩენა  და მშვიდობის ნიშნად  საჰაერო ბუშტების გაშვება.   

სურბ გევორგ საკათედრო ტაძრის ეზოში კი სიტუაციას 103-ე და 104-ე სკოლის მოსწავლეები განკარგავდნენ. ეკლესიაში მოისმინეს საუფლო ლოცვა, მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა, შემდეგ მღვდელმა სამველ თოროსიანმა ბავშვებს შესთავაზა ასფალტზე  დაეხატათ თავიანთი ჩანაფიქრი,  მშვიდობის შინაარსით.

აქ თამაშს წარუძღვებოდა არამ ჰარუთუნიანი, რომელიც მალევე ბავშვების საყვარელ ადამიან-ობობად იქცა, მხიარულობდნენ ბავშვები, სიმღერისა და ცეკვის, მხიარული შეჯიბრების, მხიარული გამოძახილის და ტაშის თანხლებით.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, რომელიც ესწრებოდა ბავშვების მხიარულებას, მშვიდობის თემის ღრმა შინაარსით გადმოცემისთვის სუვენირები გადასცა 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჯულიეტა სნხჩიანსა და არმინე ათოიანს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის  საეპისკოპოსოს, პერსონალის და ჯვრის ნათლიის სახელით ყველა პატარას გაუმასპინძლდნენ ნაყინით და ტკბილეულით, მათ დაურიგდათ  საბავშვო ბიბლია.

დღე   საზეიმო იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის     ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის      ცენტრშიც, ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის, და მასწავლებლების ძალისხმევით მოწყობილი მხიარული სიმღერის, ცეკვის, სხვადასხვა თამაშის,   სიურპრიზების და საჩუქრების შედეგად ცენტრის ყველა აღსაზრდელისთვის პირველი ივნისი იქცა შინაარსიან და დაუვიწყარ დღედ.

ახალქალაქის  „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის,  არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის  ლოცვა-კურთხევით,    დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, 1 ივნისის ანტიკომპიუტერული  სლოგანით.

პატარების გასახარებლად, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის ეგიდით, ერევნიდან თამაშების წამყვანი იყო მოწვეული, ვინც ორგანიზება გაუწია თამაშ-კონკურსებს, რომელთა გამარჯვებულებს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის და არაი მაღაზიათა ქსელის სახელით გადაეცათ საჩუქრები. ბავშვების მხიარულ ზეიმს ეწვივნენ ზღაპრების გმირები,   დაურიგეს ბუშტები, მოუხატეს სახეები. „მომავლის სახლმა“, დირექტორ სათენიკ მაჰტესიანის და მასწავლებელ ნანული უნანიანის ინიციატივით, პატარა ღონისძიება გამართა, რომლის დროსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა ეროვნული    კოსტიუმებით გამოწყობილმა ბავშვებმა მშვიდობის მოწოდებები გააჟღერეს. დასასრულს ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ.  

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში იყო მხიარული და მრავალფეროვანი.

1 2 3 4 

5 7 8 9 

10 11 12 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)