1geo

fb you od

ჯავახეთში ხელახლა აკურთხეს დადეშის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

2017 წლის 16 სექტემბერს,     დღესასწაული იყო  ახალქალაქის სოფელ დადეშში, რომელიც გამოირჩევა ალპური მდიდარი მცენარეულობით  და მთის ჯანსაღი კლიმატით. სოფლის მოსახლეობა, დიდი თუ პატარა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი, თავიანთი ოჯახებით, მეგობრებით და ახლობლებით ურთ სოფელში იყვნენ ჩამოსული, რათა მონაწილეობა მიეღოთ კაპიტალურად გარემონტებული „სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის“ ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონიაში.  

ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაიწყო ჯერ კიდევ წინა დღეს, როდესაც სოფლის ახალგაზრდობამ, დადეშში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები თუმასიანების ოჯახის და რუსეთის ფედერაციიდან მათ მხარდამჭერი ახლობლების და მეგობრებისადმი მადლიერების ნიშნად საზეიმო ღონისძიება   მოაწყვეს,  სოფელში   გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარის აღმართვის და   სოფლის ეკლესიის აღდგენისთვის, რითაც აქ მცხოვრებლებს  ღმერთთან დაახლოების,   ლოცვით ცხოვრების, ყოვლისშემძლის კურთხევით დაქორწინების, წმინდა მირონით ნათლობის შესაძლებლობა მიეცა.

ეკლესია აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა,   სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით. კარის გახსნის ცერემონიის შემდეგ წმინდა მირონი სცხეს ეკლესიის საკურთხეველს, ნათლობის აუზს და 16 სვეტს.

საეკლესიო ცერემონიას თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს  საქართველოს პარლამენტის   დეპუტატებმა ჰენზელ მკოიანმა, სამველ მანუკიანმა და დავით ჭიჭინაძემ,  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ჰაიკ ბაბუხანიანმა,  სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მუშეღ ლალაიანმა,  ასევე ესრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სტუმრები საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთის ფედერაციიდან.   

აქ იყვნენ ასევე ეკლესიის რეკონსტრუქციის, სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების ორგანიზატორები ალბერტ მარანჯიანი, რაფიკ სრმიკიანი, კარენ გრიგორიანი და ედგარ კურღინიანი.

ეკლესიის ქველმოქმედთა, ლუდვიგ და ვალენტინა თუმასიანების ოჯახი, რომელმაც სოფელს განახლებული და კეთილმოწყობილი უფლის სახლი აჩუქა,    50 წლის განმავლობაში პირველად ჩამოვიდა სოფელში.   

საეკლესიო ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, დადეშელებს მიულოცა ღვთისმშობლის სახელობის აღდგენილი დიდებული ეკლესიის ქონა, მადლიერების სიტყვა უთხრა სოფლის ღირსეულ შვილებს, რომლებიც აღარ ცხოვრობენ მშობლიურ სოფელში, მაგრამ თავიანთი წვლილი შეაქვთ სოფლის განვითარების, მშობელი ხალხისა და დედა ეკლესიის კეთილდღეობაში.  წინამძღვარმა დალოცა ქველმოქმედები და მათ გადასცა ხატები და კურთხევის სიგელი.       

„სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა და ეკლესიაში დაინთო პირველი სანთლები. საღმრთო ლიტურგიის დროს შესრულდა  აღსარების წესი და მორწმუნეებმა მიიღეს ზიარება.    საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა  პირველი ნათლობა. წმინდა მირონი სცხეს პატარა მონთეს.  

შემდეგ ეკლესიის ეზოში შესრულდა შესაწირის კურთხევა, რაც დაურიგდა ხალხს.  ცერემონიას საზეიმო ელფერი შესძინა ახალქალაქის კულტურის სახლის სიმღერის და ცეკვის ანსამბლების მიერ გამართულმა კონცერტმა, რაც დასრულდა ქველმოქმედის სახელით    სოფლის დარბაზში გამართული მასპინძლობით.   

სოფელი დადეში მდებარეობს  ახალქალაქიდან   13 კმ სამხრეთ-დასავლეთით. სოფლის   მცხოვრებთა  წინაპრები აქ ჩამოსახლდნენ   1830-იანი წლებში ერზრუმის პროვინციის სოფლებიდან - აშკალიდან, მუშიდან  და ყარსიდან. თავიდან დასახლდნენ სოფლებში  ჩიფიკსა და ჩამდურაში,  1845-46 წლებში გადმოსახლდნენ დადეშში, სადაც მათ დასახლებამდე ცხოვრობდა ძირძველი მოსახლეობა,    14 სომხური ოჯახი, ცხოვრობდნენ   ასევე ქურთები. სოფელში შემონახული    ღირსშესანიშნავი ნაგებობაა „სურბ ასტვაწაწინ“ ძველი ეკლესია.   1867 წელს ძველ ეკლესიასთან  აშენდა ახალი და უფრო დიდი ეკლესია ამავე სახელწოდების, რომელიც   საბჭოთა ეპოქიდან არ მოქმედებს.   2014 წლიდან დადეშელების შემოწირულობით  დაიწყო ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც დასრულდა 2017 წელს.

1 2 3 4

5 6 7 8

9 10