საახალწლო საჩუქარი შაუმიანელ ბავშვებს |
სიახლეები |
2017 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში საკვირაო ღვთისმსახურება აღავლინა ქვემო ქართლის რეგიონის თეთრიწყაროსა და ბოლნისის სომხების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სულიერმა მოძღვარმა ყველას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მრევლისადმი მიძღვნილი მილოცვა და კეთილი სურვილები. მამა ჰუსიკმა ყველას მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე შეატყობინა ქველმოქმედთა მიერ ორგანიზებულ შემოწირულობაზე, რამაც სადღესასწაულო განწყობა შექმნა განსაკუთრებით ბავშვებში. სასიხარულოა, რომ „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ყოველწლიურად შეიმჩნევა მრევლის გააქტიურება, თითქმის ყველა საეკლესიო ცერემონიას ესწრებიან ბავშვები, რაც გარანტია მათი ქრისტიანული სულისკვეთებით სულიერი აღზრდისა. ადგილობრივმა მორწმუნეებმა მადლობისა და მადლიერების სიტყვები თქვეს, ქალბატონი ასიას და დანარჩენი ქალბატონების მიერ მოწყობილი შემოწირულობისთვის, კმაყოფილება გამოთქვეს ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით მღვდელმსახურთა უანგარო და ერთგული სამსახურისთვის. ბავშვებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები, რითაც „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. ბავშვები, მიღებული საჩუქრებით, მხიარულად დაბრუნდნენ სახლებში. |