საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სამცხე-ჯავახეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 2018 წლის 6 აპრილს ეწვია ასპინძის რაიონის სოფელ დამალის მე -19 საუკუნეში აგებულ „სურბ ხაჩ“ ეკლესიას, სადაც მას დახვდნენ დეკანოზი ეღია თაზაიანი და სოფლის გამგებელი. ეპარქიის წინამძღვარმა, სულიერ მოძღვარსა და გამგებელთან ერთად განიხილა 29 აპრილს წმინდა ჯვრის გამოჩინების დღესასწაულსა და ეკლესიის დღესთან დაკავშირებით გასამართ საზეიმო საღმრთო ლიტურგიის საკითხები. მეუფემ ეკლესიის სულიერ მოძღვარს მნიშვნელოვანი მითითებები მისცა, ეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ეწვია არაგოვას „სურბ გევორგ“ (მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი) ეკლესიას და მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის ზეიმში. მეუფემ აკურთხა სულიერი მოძღავრი, მამა თადეოს ტერ-მკრტჩიანი, საბავშვო ბაღის დირექტორი, მღვდლის მეუღლე ნარინე ტერ-მკრტჩიანი და სხვა პედაგოგები, შესრულებული კეთილი სამუშაოსთვის. მეორე დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ეპარქიის წინამძღვარმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარის “სურბ მესროპ მაშტოც“ (2013 წელს აშენებული) ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვაზე უამრავი ადამიანი იყო მოსული. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ქადაგების დროს მიულოცა ეკლესიაში მყოფ მორწმუნე ქალბატონებს. იმავე დღეს, ნინოწმინდის რაიონის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის და ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, მღვდელ ტათევ მარუქიანის თანხლებით, მეუფე ეწვია რაიონის სოფელ პატარა გონდურის „სურბ გევორგ“ („სურბ ღევონდიანც", მე-19 საუკუნის ნახევარი) ეკლესიას, სადაც წინამძღვარს დახვდნენ სოფლის საზოგადოების წევრები და წარუდგინეს ეკლესიის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა. სულიერმა მამებმა, წინამძღვართან ერთად ლოცვა აღავლინეს, ტაძარში საგალობლები და ფსალმუნები შეასრულეს. ადგილობრივი სულიერი მოძღვრის თანხლებით წინამძღვარი ეწვია დიდი გონდურის „სურბ ჰაკობ“ (მე -19 საუკუნის პირველი ნახევარი) ეკლესიას, დეტალურად შეისწავლა ეკლესიაში ადრე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და წუხილით აღნიშნა, რომ სამუშაოები ჩატარებულია ხარვეზებით და არა სრულად. მეუფე ვაზგენმა სულიერ მოძღვარს და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა დაუკავშირდნენ ქველმოქმედებს, ეკლესიის წესების თანახმად დაასრულონ ტაძრის სარემონტო სამუშაოები და ეკლესია მოამზადონ ხელახალი კურთხევისთვის. დიდი გონდურის „სურბ ჰაკობ“ ეკლესიაში ლოცვის და ფსალმუნების შესრულების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად, გაემგზავრა რაიონის სოფელ დილიფის „სურბ ვარდან“ (მე -19 საუკუნის მეორე ნახევარი) ეკლესიაში. სოფელში დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ წინამძღვარს. თემის ხელმძღვანელმა და მშენებელმა ოსტატებმა დაწვრილებით წარუდგინეს სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა, მოუსმინეს მეუფე ვაზგენის მოწოდებებს და დარიგებებს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა სოფლის მცხოვრებლების, ქველმოქმედების, მშენებელი ოსტატების კეთილსინდისიერ სამუშაოს, დალოცა მათი მიზანმიმართული და თანმიმდევრული საქმე, რაც სრულდება მონდომებით და ენთუზიაზმით. სულიერმა მამებმა „სურბ ვარდან“ ეკლესიაშიც ილოცეს, შეასრულეს ფსალმუნები და საგალობლები, აკურთხეს ადგილობრივები. წინამძღვრის შემდეგი ვიზიტი ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში იყო, სადაც მეუფე დაესწრო დირექციის და პედაგოგიური კოლექტივის მომზადებულ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა ხარების დღესასწაულს და დედის დღეს. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა მასწავლებლები, მშობლები და აღსაზრდელები. მიულოცა და ცენტრის სახელით ყვავილები დაურიგა ღონისძიებაზე დამსწრე ცენტრის აღსაზრდელების დედებს და პედაგოგებს. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა სულიერი მოძღვრის, არმაშ პოღოსიანის სანუკვარ მსახურებას თემის სულიერი, კულტურული და სოციალურ ცხოვრებისთვის, და მამობრივი მადლიერება გამოუხატა ჟორა სნხჩიანს, რეგიონში კულტურული ვრცელი საქმიანობისთვის. საღამოს, მისი ყოვლადუსმღვდელოესობა ეწვია ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამის „სურბ ერრორდუთიუნ“ (მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი) ეკლესიას, სადაც სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა წარადგინა ეკლესიის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მსვლელობა. წინამძღვარმა დააფასა შესრულებული სამუშაო და დაავალა მოკლე ვადაში აღმოიფხვრას სამშენებლო ხარვეზები და წლის ბოლომდე ტაძარი მომზადდეს ხელახალი კურთხევისთვის. შემდეგ ეპისკოპოსი ვაზგენი ეწვია ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანს, სადაც ადგილობრივები, სულიერი მოძღვრის, მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, სოფლის ცენტრში დახვდნენ მეუფეს. მეუფე ვაზგენი სოფელ გომანს ეწვია აქ ასაშენებელი ეკლესიის, საბავშვო ბაღის და დასვენების ზონის ადგილის შერჩევის საკითხით. განხილვის შედეგად ეკლესიის და საბავშვო ბაღის ადგილად შეარჩიეს სოფლის ყოფილი სკოლის ტერიტორია. გადაწყდა მიმართონ ხელისუფლების ორგანოებს, მიწის ნაკვეთის შესაძენად და იქ ფართომასშტაბიანი საინვესტიციო სამუშაოების ჩასატარებლად. შეხვედრის დასასრულს მეუფემ დამსწრეებს უამბო ეპარქიის ისტორია, მისი განვლილი დიდებული გზა, საბჭოთა პერიოდში მისთვის მიყენებული უზარმაზარი ზარალი და სასულიერო სტრუქტურის საქმიანობა და მისია. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, ღამე დაბრუნდა ახალქალაქში. მომდევნო დღეს, 8 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წითელი კვირის დღეს წირვა აღავლინა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, მამობრივი კურთხევა გადასცა მორწმუნე ხალხს. საღამოს ეპარქიის წინამძღვარი გაემგზავრა დედა სამშობლოში, სადაც 9 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ახლად არჩეული პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის, ინაუგურაციის ცერემონიაში.
|