სიახლეები
|
2018 წლის 14 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით გაიმართა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სულიერი დასის კრება. დღის წესრიგში მღვდლების უკანასკნელი ოთხი თვის საქმიანობის ანგარიში იყო. სულიერმა მსახურებმა დეტალურად ისაუბრეს ადგილებზე ჩატარებული სულიერი, რელიგიური, საწესჩვეულებო ,კულტურული და სოციალური პროგრამების შესახებ. სასიხარულო იყო 2017 წელს ნაკურთხი ეკლესიების და თემების აქტიური საქმიანობა. თავიანთ სიტყვაში მღვდლები ენთუზიაზმით აღნიშნავდნენ, რომ თემების ძირითადი ნაწილი აღარ ისწრაფვის ნათლობების და ჯვრისწერების ცერემონიების ქალაქში ჩატარებისკენ, და იქ მხცოვრებლები ინათლებიან და ჯვარს იწერენ თავიანთი თემების ეკლესიებში. ეს შედეგია იმ ბეჯითი სამუშაოსი, რომლსაც ახორციელებენ სულიერი მოძღვრები თემებში. ასევე ხაზი გაუსვეს, რომ თემებში დიდ ენთუზიამს იწვევს კულტურული და კულინარიული ღონისძიებების ორგანიზება, რომლის მაგალითებია ჰარისის ფესტივალი ძირითადი ბარეკენდანის დროს, დიდი მარხვის გაშუალედების დროს ქადის და აღდგომოს დღესასწაულის შემდეგ ტოლმის ფესტივალები. ხალხში დიდ ენთუზიაზმს იწვევს საეკლესიო დღესასწაულების დროს ხალხური ტრადიციების შესრულება და დღესასწაულებისთვის სადღესასწაულო სახის მიცემა. კრებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ვიკარიატის მთავარი ბუღალტერი, მნე და კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი. სულიერმა მოძღვრებმა წარმოადგინეს თხოვნა, რომ თემებში კულტურული საქმიანობის განსახორციელებლად სამწყემსოები და კულტურული ცენტრები უზრენველყოფილნი იყონ მიკროფონებით და სხვა საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით. წამოწეული საკითხი დადებითად გადაწყდა. ეპარქიის წინამძღვარმა დააფასა შესრულებული სამუშაო, აკურთხა მღვდელმსახურები და პერსონალი, დაავალა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ რიტუალების აღსრულების ხარისხს, საღმრთო ლიტურგიების ქადაგებების სათანადოდ მომზადებას, ეკლესიების მიმართ მზრუნველობისა და ყურადღების მომატებას და ხალხთან შესასრულებელი სამუშაოს ეფექტიანობას. მეუფე ვაზგენის შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ კრება დასრულდა.
|