2019 წლის 6 იანვარს, საშობაო სადღესასწაულო განწყობა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში გაგრძელდა, სადაც ნიჭიერი პიანისტის, მამიკონ ნაჰაპეტოვის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტი ასევე დიდი თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის დიდებული იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთგვარი დასაწყისი გახდა. დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, შექმნილი იყო სადღესასწაულო გარემო. მამიკონ ნაჰაპეტოვის საფორტეპიანო შესრულებების მოსასმენად იყვნენ მოსულები ისინი ვინც მას იცნობს და აფასებს, სასულიერო დასი, პედაგოგები და მშობლები. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ამჟამად გერმანიაში მყოფი ახალგაზრდა, ნიჭიერი პიანისტის შესრულებით გაჟღერდა ბეთჰოვენის, ბახის, შოპენის, ბრამსის, რახმანინოვისა და სხვათა შემოქმედებიდან ნაწარმოებები, რომლებიც დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტებითა და ოვაციებით მიმდინარეობდა. ახალგაზრდა პიანისტის ოსტატური შესრულებებით აღფრთოვანება გამოთქვა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა ერნესტ არაქელოვმა. პიანისტს კურთხევისა და დაფასების სიტყვებით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ აღნიშნა ახალგაზრდა პიანისტის სიყვარული და ერთგულება თავისი საყვარელი ქალაქისა და მისი მოსახლეობისადმი, ხაზი გაუსვა, მამიკონ ნაჰაპეტოვის კონცერტის თუმანიანის სახლში ჩატარებას და დამსწრეებს ინფორმაცის მიაწოდა ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე იუბილეებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღინისძიებებში თბილისის სომხური თემის ნიჭიერი პიანისტების, მამიკონ ნაჰაპეტოვისა და ჰამბარძუმ ჰოვანისიანის მონაწილეობის შესახებ. მეუფემ წარმატებები უსურვა ახალგაზრდა პიანისტს. სოლო კონცერტმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრეებზე.
|