სიახლეები
|
2019 წლის 19 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ვარდგეს სურენიანც“-ის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, ახალციხის რაიონის სულიერი ინსპექტორის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის, ცენტრის ხელმძღვანლის-ასია ბაბოიანისა და ჯგუფების ხელმძღვანელთა მონაწილეობით კრება/თათბირი გაიმართა. მეუფემ ყურადღებით მოისმინა, არქიმანდრიტისა და პედაგოგების განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოხსენება, რომლის შემდეგაც დეტალურად წარადგინა საკუთარი ხედვა ცენტრის მომავალ საქმიანობაზე. მეუფემ ინფორმაცია მიაწოდა, რომ 2019 წლის საიუბილეო ღონისძიებები ოვანეს თუმანიანისა და კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლის იუბილეებთან დაკავშირებით ჩატარდება. აღნიშნა, რომ ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ დედაქალაქ თბილისში, არამედ რაიონულ ცენტრებშიც და კრების მონაწილეებს აღნიშნული იუბილეების აღნიშნვის მიმართულებით განახორციელებისკენ მოუწოდა. ეპარქიის წინამძღვარმა ინფორმაცია მიაწოდა, რომ უახლოეს მომავალში ახალქალაქის ვიკარიატში გაიმართება ცენტრების ხემძღვანელი პერსონალისა და პედაგოგების თათბირი, სადაც უფრო დეტალურად განიხილება ვიკარიატში მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციები და გაიცემა შესაბამისი მითითებები. მეუფე ვაზგენმა ასევე დიდად დააფასა სულიერი ინსპექტორის, მღვდელმონაზონ ჰაკობის საქმიანობა, რომლის შედეგადაც ახალციხის რაიონი საკმაოდ გამოცოცხლდა.
|