ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
სტუმრები თბილისის პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორის, რუსუდან ჩართოლანისა და ასოციაციის „ქართული კულინარია“ პრეზიდენტის, მანუელ ფაუნდეზ-ბარანდას ხელმძღვანელობით დეტალურად გაეცნენ ქართული კოლეჯის საქმიანობის მიმართულებებს, სასწავლო კურსებს, სამომავლო პროგრამებს, ეცნობათ, რომ კოლეჯი ფუნქციონირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებით და კოლეჯში სწავლა უფასოა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება სხვადასხვა მაღალი ხარისხის სასტუმრო სომხური დელეგაციის წევრები კულინარიულ მასტერკლასებს დაესწრნენ და სხვადასხვა მიმართულებით კულინარიული მასტერკლასები თითონაც ჩაატარეს. სომხური კულინარიული ხელოვნების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. სომხეთის შეფ-მზარეულმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თბილისში დიდი ყურადღება ექცევა სომხური სამზარეულოს სხვადასხვა კერძის განვითარებას და სწორედ ამას ისახავს მიზნად საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით ჩატარებული, უკვე ტრადიციად ქცეული, „ჰარისას“, „ტოლმის“, „ქადის“ და „ღაფამის“ ფესტივალები. ფესტივალები ნამდვილ დღესასწაულებად იქცევა ხოლმე, რომელშიც ცალკეული პირების გარდა სხვადასხვა რესტორნები და სასტუმროები მონაწილეობენ.
სომხურმა დელეგაციამ ქართველი პარტნიორები სომხური სამზარეულოს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გასაცნობად ერევანში მიიწვია, რაც ქართული მხარის მიერ სიხარულით იქნა მიღებული. |