სიახლეები
|
2019 წლის 6 აპრილს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ იზეიმა წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამი დღესასწაულიდან პირველი, წმინდანის შესვლა ვირაპში და ხორ ვირაპში განცდილი მისი მოწამეობა. საიდუმლო დღისადმი მიძღვნილი, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა და უკვდავი ლიტურგია ჩაატარა სულიერმა მასახურმა, მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. ქრისტიანული წმინდანის დღესასწაულზე გაიხსნა ეკლსიის ფარდა და მორწმუნეებმა მიიღეს ზიარების საშუალება. საღმრთო ლიტურგიის დროს, მწირველმა მღვდელმა მორწმუნეებისადმი მიმართული ქადაგების სიტყვა წარმოთქვა დღის საიდუმლოების შესახებ. დამსწრეებმა ინტერესით მოისმინეს წმინდა გრიგორ განმანათლებლის ქრისტიანული რწმენისთვის განცდილი მოწამეობის, მისი შესვლის ხორ ვირაპში, 13 წლის განმავლობაში გამოვლენილი დიდი ნებისყოფის, წინააღმდეგობის ძალისა და ქრისტესადმი ერთგულების შესახებ. ხორ ვირაპში განცდილი მოწამეობის შემდეგ წმინდა გრიგორ ლუსავორიჩმა, თავი მიუძღვნა ქრისტიანობის გავრცელებას სომხეთში, რის შემდეგაც სახელმწიფოებრივად ცნობილ იქნა სომხური ეკლესიის პირველი მწყემსმთავარი. მორწმუნება სანთლები დაანთეს წმ. გრიგორ განმანათლებლის ხსოვნისთვის და თავიანთ ლოცვებში უფალს შეევედრეს ქრისტიანული წმინდანისთვის სულის სიმშვიდეს.
|