ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომხურ თემში |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ახალი წლის სულიერ და საერო დღესასწაულთაგან პირველები - შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დრესასწაულები. თბილისის ტაძარში წმინდა ეჩმიაძინ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა წინასანათლისღებო წირვა-ლოცვა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი სომხური თემის ლიდერები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, მორწმუნენი.
საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერმა წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის, სრულიად სომეხთა კატალიკოსის საახალწლო და საშობაო მიმართვა.
6 იანვარს, დილით თბილისის ეკლესიაში წმინდა გევორგ საღვთო ლიტურგიაზე დასასწრებად და თბილისის სომეხი მოსახლეობის მისალოცად იყვნენ მისული საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ სამადაშვილი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კინწურაშვილი.
თავის მიმართვაში საქართველოს სომეხთა წინამძღვარმა მიულოცა და მადლიერების სიტყვით მიმართა ქართველ თანამდებობის პირებს - ამ ღირშესანიშნავ დღეს სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მობრძანებისა და ქრისტიანული დრესასწაულების სომხებთან ერთად აღნიშვნისათვის. თბილისისა და სრულიად საქართველოს სომეხ მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცეს ქართველმა მაღალი თანამდებობის პირებმა და აღნიშნეს სომეხთა შეტანილი წვლილი ამ ქალაქის და ქვეყნის აღმშენებლობის და აყვავების საქმეში.
ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულები აღინიშნა აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის, ბათუმისა და ქვემო ქართლის სომხურ თემებში.
მორწმუნეები ანთებული სანთლებით და ნაკურთხი წყლით დაბრუნდნენ სახლებში. |