1geo

fb you od

რევაზ მიშველაძის სომხური წიგნის პრეზენტაცია "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

399404 140737696043051 830986501 n

21 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში საქართველოს სომხური ეპარქიის ინიციატივით და "ჰაიარტუნ" ცენტრის ორგანიზებით შედგა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, კლასიკოსი მწერლის, ნოველის დიდი ოსტატის, რუსთაველის, სახელმწიფო და სხვა პრემიების ლაურეატის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის, თსუ-ს ქართული ლიტერატურის ისტორიის კატედრის გამგის რევაზ მიშველაძის   სომეხი ხალხისადმი მიძღვნილი "როცა ცრემლების შეშრა" წიგნის პრეზენტაცია.

 

403253 140737666043054 740835041 n

ლამაზად გაფორმებული წიგნი, რომელიც ავტორის 65-ე და სომხური მეორე წიგნია, ათ ნოველას მოიცავს, გამოიცა თბილისში  "კამურჯ" ლიტერატურულ-კულტურული საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მისი თავმჯდომარის ცნობილი მწერალ-მთარგმნელის ანაჰიტ ბოსტანჯიანის ინიციატივით, წინასიტყვაობითა და თარგმანით, გიუმრიში დაბადებული და გერმანიაში მცხოვრები რუზან პოღოსიანის მატერიალური მხარდაჭერით.  

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სომხური და ქართული ხელოვნების   სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების თავმჯდომარეები მაყვალა გონაშვილი და   ლევონ ანანიანი, პოეტი ბადრი ქუთათელაძე და სხვანი.   დამსწრეებმა გამოსვლებში მაღალი შეფასება მისცეს დიდი მწერლის ლიტერატურულ და ეროვნულ-პოლიტიკურ საქმიანობას (ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატიც ყოფილა) და აღნიშნეს, რომ   ახალი წიგნი ღირსეულ ადგილს დაიკავებს როგორც სომხურ და ქართულ ლიტერატურებში, ასევე ჩვენი ორი ხალხის მეგობრობის მატეანეში.

 

რევაზ მიშველაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა: "დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, სავსე მადლიერების გრძნობით, დარბაზში სხედან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები,   მადლობელი ვარ სომხური კულტურისა და სომხეთის ისტორიის, რომელსაც ჰყავს მესროპ მაშტოცი, სუნდუკიანი, ჩარენცი და სხვა დიდებულები ... რომ საქართველოს ჯერ კიდევ ჰყავს ისეთი ერთგული ადამიანები, როგორიცაა ჩემი მშვენიერი   წიგნის სულის და სულისკვეთების მატარებელი, ჩემი გამოცდილი და ნიჭიერი მეგობარი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, რომელსაც ჰყავს ისეთი სულიერი წინამძღვარი, როგორიც ჩვენი საყვარელი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანია ...   მადლობას მოვახსენებ   ამ ლამაზი ღონისძიების ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს, ყველა დამსწრეს და მათაც, ვინც არ ესწრება, ყველა სომეხს, რომელიც არის, არსებობს და მეგობრებს ეძებს მთელ მსოფლიოში ...  ვინც მეგობარს არ ეძებს ის თავისი მტერია ..... ძალიან მიყვარხართ, თქვენი ჭირიმე, ჩვენ ყოველთვის ერთად უნდა ვიყოთ ...“  

წიგნში გამოყენებულია ნიმუშები მხტვრების ნიკო ფიროსმანის, მაის მხითარიანის, არა ბაღდასარიანის ნამუშევრებიდან, აგრეთვე ჰუნანიანცის, აკულიანის და სხვათა ფოტომასალა.