„სამშობლოს ძახილი“: საქართველოს სომეხ მწერალთა გამოფენა ერევანში |
28 აპრილს სომხეთის მწერალთა კავშირის საგამოფენო დარბაზში შედგა „სამშობლოს ძახილი“ გამოფენის გახსნის ცერემონიალი. გამოფენა ორგანიზებული იყო სომხეთის დიასპორის სამინისტროსა და სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის მხარდაჭერით. გამოფენა ემსახურება სომხურ-ქართული მეგობრობის განმტკიცებას.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, დიასპორის მინისრტი ჰრანუშ ჰაკობიანი, ერევნის მერი ტარონ მარგარიანი, სომხური ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ინტელგენციის წარმომადგენლები, სახელწიფო მოღვაწენი. „ასეთი გამოფენის ორგანიზება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს სომეხ მხატვართათვის. დაბადების ადგილი სხვაა, სამშობლო კი - სრულიად სხვა რამ. სამშობლო ჩვენ გვკვებავს სულიერად“, - თქვა გამოფენის მანაწილემ, მხატვარმა მასის მხითარიანმა და მადლიერება გამოუხატა დიასპორის მინისტრს ასეთი ღონისძიების ორგანიზებისათვის. „ძალზედ მნიშვნელოვანია და სიმბოლური, რომ გახსნის ცერემონიალს დაესწრო სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. როცა ქვეყნის პრეზიდენტი მიდის გამოფენაზე, ოპერაში და სიმფონიური მიუსიკის კონცერტზე, მას ბევრი ჰბაძავს. მაგით ხალხი სწავლობს“, - დასძინა მან. ყურადსაღებია ის, რომ სრ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დიდი ინტერესით გაეცნო ყველა წარმოდგენილ ნამუშევარს და ესაუბრა თვითოეულ მხატვარს. აღვნიშნოთ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 22 მხატვრის ნამუშევარი. სხვადასხაგვარია მუშაობის ტექნიკა და ნამუშევართა თემატიკა. ეს არ იყო საქართველოს სომეხ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა. 2011 წ. შეიქმნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, რომელიც აერთიანებს თბილისის, ბათუმის, ახალციხის სამხატვრო სკოლათა წარმოამადგენლებს და წარმოადგენს სომხურ ხელოვნებას. |