სკოლამდელი დაწესებულების დღესასწაული „ჭიამაია (აღდგომა)“ |
განსაკუთრებულად მაღალი განწყობილება სუფევდა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურული ცენტრის მოვსეს ხორენაცის სახელბის სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის ბავშვებსა და მათ მშობლებში. მაგ დღეს პატარები უნდა წარდგენილიყვნენ ზეიმით „ჭიამაია“, რომლის ინიციატორები იყვნენ სკოლამდელი არზრდის ჯგუფების პედაგოგები ევგენია მარკოსიანი, ლალა გევორგიანი, ანგელინა ნაზარიანი, ანაჰიტ მკრტჩიანი, ხოლო ზეიმს მფარველობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქია და აფიან მშობლები.
კეთილი მწერის - ჭიამაიას ფერებით გამოწყობილი ბავშვები სტუმრების მოლოდინში იყვნენ. ჩვენი უფლის იესო წრისტეს დღესასწაულზე ხორენაცის სახელობის სკოლამდელი ჯგუფების ბავშვები უნდა გამასპინძლებოდნენ დედაქალაქის 28-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. 23 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზი განსაკუთრებულად გამოიყურებოდა, დარბაზის კედლებს ამშვენებდნენ მასწავლებელ თამარ სულხანიშვილის ფერწერული ჯგუფის აღსაზრდელების ფანქრებით, საღებავებით და პლასტილინით შესრულებული ნამუშევრები. ექსპონატებს შორის განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ ხალხური ზღაპრების თემაზე ქაღალდზე გადატანილი ბავშვების წარმოსახვები. დარბაზი განსაკუთრებულად იყო მორთული - სადღესასწაულო მწვანე, სიმბოლური სათამაშოები, რომლებიც ასახავდნენ ჭიამაიას საცხოვრებელს და მის გარემოს, მაგიდებზე ტრადიციული ფერადი კვერცხები, ნამცხვრები, ბრინჯით და ქიშმიშით გემრიელი ფლავი. ზეიმი „ჭიამაია“ დაიწყო საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და ლოცვით „მამაო ჩვენო“, რის შემდეგ პატარებმა წარმოადგინეს ლიტერატურული მონტაჟი „ჭიამაია“, რომლებმაც დაიმსახურა დამსწრეთა მხურვალე ოვაციები. თანატოლებტან სტუმრად მოსული 28-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა (აღმზრდელი ტატიანა მარტიროსიანი) გამოვიდნენ სიმღერითა და ცეკვით „აჭარული“. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვების დამაჯერებელმა და ლამაზმა გამსვლებმა დაიმსახურეს მასპინძლების თბილი მიღება. შეღებილი კვერცხებით თამაშის, ტრადიციული ტკბილი ფლავისა და ტორტის მირთმევის შემდეგ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები. |