1geo

fb you od

მომლოცველები თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1n

სულ ორი დღე გაგრძელდა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის არარატის ეპარქიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრების ვიზიტი თბილისში.

ერევნისა და არარატის რეგიონის სხვადასხვა ეკლესიების ახალგაზრდებისაგან შემდგარი ამ მოძრაობის 50 წევრი, ბოსტონელი სომეხი მამა ტაჭატ დავიდიანის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა თბილისში თბილისის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად და საქართველოს სომეხი მორწმუნეების

n

უფრო ახლოდან გაცნობისა და მათთან დაახლოების მიზნით 12 მაისს ჩამოვიდა თბილისში.

ისინი ეწვივნენ მცხეთას, დაათვალიერეს ჯვარი, სვეტიცხოველი, იყვნენ მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, ესტუმრნენ თბილისის წმინდა გევორგ საკატედრო და წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიებს, ნახეს ნორაშენ, კარმირ ავეტარან, სურბ ნშან დაზიანებული ეკლესიები.

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის არარატის ეპარქიის ახალგაზრდული მაძრაობის წევრები, რომელთა მოღვაწეობის მიზანი სომხური სამოციქულო ეკლესიის იდეების გავრცელებაა და ეკლესიის ირგვლივ ახალგაზრდების კონსოლიდაცია, 13 მაისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურული   ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ შეხვდნენ საქართველოს სომეხ ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდების კავშირის წევრებს. მამა ნარეკ ღუშჩიანმა მათ მოუყვა   კავშირის მოღვაწეობის შესახებ, ისუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელიც აღელვებთ მათ. კითხვა-პასუხის შემდგომ, არარატის ეპარქიის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ სომხური ეთნოგრაფიული და ხალხური ცეკვების ერთობლივი შესრულებით.

სურათების გადაღების, მისამართების გაცვლის შემდგომ სომხეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები დაბრუნდნენ სამშობლოში.