"საავტორო სტუდიაში" წარმატებით ჩაწერეს სიმღერის სომხური ვერსია |
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში დიდი ხანი არაა, რომ ჩამოყალიბდა ნერსეს შნორჰალის სახელობის ბავშვთა ანსამბლი. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე საბავშვო, ხალხური და პატრიოტული სიმღერების მდიდარი რეპერტუარი აქვთ, ბრწყინვალე გამოსვლები "ჰაიარტუნ" ცენტრის ორგანიზებულ სერიოზულ და საპასუხისმგებლო კონცერტებში.
კვირაში ორჯერ ჩატარებული სიმღერის გაკვეთილებმა, შრომისმოყვარეობამ, მარი აბულიანის მეტის მიაღწევის სურვილმა და ცენტრის მუსიკის განყოფილების პასუხისმგებლის პაველ ოგანეზოვის სიმკაცრემ გამოიღეს შედეგები: "აბლი-ბაბლი“ კავშირთან მოქმედმა "საავტორო სტუდიამ" (დირექტორი ნინო ჯანჯღავა) შეიტყო რა ნერსეს შნორჰალის სახელობის ბავშვთა ანსამბლის წარმატების შესახებ, დაინტერესდა მათი საშემსრულებლო ოსტატობით და სიამოვნებით შესთავაზა ანსამბლს ჩართულიყო "უყურე შუქნიშანს, ის გკარნახობს გზას“ პროექტის განხორციელებაში. ანსამბლის წევრებმა დაუყოვნებლივ შეისწავლეს ქართული სიმღერის ტექსტის ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ შესრულებული თარმანი, ისწავლეს სიმღერის ნოტები და 19 მაისს, "სააავტორო სტუდიაში" წარმატებით ჩაწერეს სიმღერის სომხური ვერსია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბავშვთა ანსამბლის პირველი ჩაწერა სტუდიაში. სიმღერა გაიჟღერებს 12 ენაზე და სასიხარულოა, რომ სიმღერის სომხურ ვერსიას ასრულებს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" ცენტრის ნერსეს შნორჰალის სახელობის ბავშვთა ანსამბლი.
|